მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განხორციელებული ღონისძიებები

განხორციელებული ღონისძიებები

2017 წელს ავსტრიული კულტურის ცენტრის მიერ რამდენიმე წლის წინ მომზადებული ორი სავალდებულო-არჩევითი სასწავლო კურსი (ავსტრია – ისტორია და კულტურა და ავსტრიის პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემები) მიმდინარე წელსაც განახლებული და აქტუალიზებული შევთავაზეთ უნივერსიტეტს. ისინი აირჩია და წარმატებით გაიარა ილიაუნის სხვადასხვა ფაკულტეტის 70-მდე სტუდენტმა.

ვენის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ინსტიტუტთან, რომელთანაც ცენტრს თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს, 2017 წელს ახალი, 5-წლიანი საპარტნიორო ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობის პროგრამა ითვალისწინებს ვენის უნივერსიტეტის მაგისტრანტის მიერ ჩვენს უნივერსიტეტში მთელი სემესტრის განმავლობაში კვირაში რვა სავალდებულო საათის ჩატარებას, ასევე მონაწილეობას ავსტრიული კულტურის ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებში. მიმდინარე წელს ეს სამუშაო ჩაატარა ვერენა შპალტმა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ლიხტენშტაინისა და შვეიცარიის შესაბამის სამინისტროებთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ცენტრის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ლიხტენშტაინისა და შვეიცარიული ლიტერატურის განყოფილებები, რაც ამ ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობას გულისხმობს. 2017 წელს თანამშრომლობა განსაკუთრებით გააქტიურდა, რაც გამოიხატა ჩატარებული ღონისძიებების მრავალფეროვნებაში. გარდა ამისა, ცენტრი კვლავაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ერთობლივ პროექტებს. შესაბამისად, ღონისძიებების დიდი ნაწილი სწორედ უცხოურ და ადგილობრივ ინსტიტუციებთან პარტნიორობით მომზადდა და განხორციელდა. მათ შორის:

  • 2017 წლის 25-28 აპრილს ჩატარდა ÖSD-საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდები (გამოცდებს ყოველთვის წინ უსწრებს საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრები);
  •  2017 წლის 27 აპრილს გაიმართა შეხვედრა შვეიცარიელ მწერალ ანეტე ლორისთან. ავტორმა წაიკითხა ნაწყვეტები ახალი რომანიდან „ფრენისგან სუნთქვაშეკრული“. ტექსტების ქართული თარგმანი წარმოადგინა მზია გალდავაძემ; 
  •  2017 წლის 27 აპრილს გაიმართა შეხვედრა შვეიცარიელ ფოტოხელოვანთან. საბინე ჰაგმანმა წარმოადგინა საკუთარი ფოტონამუშევრები, მათ შორის – ფოტოილუსტრაციები შექმნილი ანეტე ლორის რომანისთვის „ფრენისგან სუნთქვაშეკრული“. 
  • 2 მაისს მოეწყო შეხვედრა ლიხტენშტაინელ ავტორთან, ირენ ნიგთან, რომელმაც წაიკითხა მინიატურები თავისი კრებულიდან „ადამიანი თავისად განასიტყვებს სამყაროს“ (მწერალი 2011 წელს დაჯილდოვდა ევროკავშირის უმაღლესი ლიტერატურული პრემიით) და რამდენიმე გამოუქვეყნებელი მოთხრობა. ტექსტების ქართული თარგმანი წარმოადგინა მზია გალდავაძემ;
  • 6 მაისს ავსტრიული კულტურის ცენტრში ფოტოგამოფენა გაიმართა. ავსტრიელმა ფოტოხელოვანმა, ვენის ფოტოხელოვნების სკოლის დირექტორმა, დოქტ. ანია მანფრედიმ წარმოადგინა საკუთარი ნამუშევრები და წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ავსტრიული ფოტოხელოვნების ისტორია და თანამედროვე ტენდენციები“;
  •  2017 წლის 7 მაისს ჩატარდა სემინარი თემაზე: „რეპორტაჟები თბილისიდან“, რომელსაც ხელმძღვანელობდა მორიც ლენგლახნერი, ერევნის უნივერსიტეტის ავსტრიელი ლექტორი, OeAD-ს წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. სემინარში მონაწილეობა მიიღეს ერევნის ბრიუსოვის უნივერსიტეტისა და ილიაუნის სტუდენტებმა;
  • ავსტრიული კულტურის ცენტრის პრეზენტაცია მოეწყო რიყის პარკში გამართული პროექტის „ევროპის დღე 2017“ ფარგლებში;
  •  8 მაისს გამართული Poetry Slam-საღამოზე მარკუს კოლემ, ავსტრიული Poetry Slam-მიმდინარეობის დამფუძნებელმა, მსმენელს საკუთარი ლიტერატურული ტექსტები გააცნო;
  •  9 მაისს გაიმართა მეორე სემინარი თემაზე: „რეპორტაჟები თბილისიდან“; 
  • 10 მაისს ვენერა შპალტმა ავსტრიული კულტურული ცენტრისა და ილიაუნის ლიტერატურული კლუბის ერთობლივი პროექტის ფარგლებში წაიკითხა მოხსენება თემაზე „ქალური“ წერის ასპექტები ელფრიდე იელინეკის შემოქმედებაში“;
  • 12 მაისს ავსტრიელმა მხატვარმა იუტა ბრუნშტაინერმა აუდიტორიას წარუდგინა საკუთარი ნამუშევრები და ისაუბრა თავისი შემოქმედების მთავარ თემაზე „ბუნება და გარემო“; 
  • 15 მაისს გაიმართა შეხვედრა ავსტრიის ელჩთან, დოქტ. არად ბენკოსთან. მან წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ავსტრიის რესპუბლიკის გზა ევროკავშირისაკენ – 1955 წლის სახელმწიფო ხელშეკრულებიდან დღემდე“; 
  • 17 მაისს ვენერა შპალტმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა მოხსენება თემაზე: „უმაღლესი განათლების სისტემა და სწავლის შესაძლებლობები ავსტრიაში“.
  •  ავსტრიული კულტურის ცენტრისა და ავსტრიის საელჩოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში 30 მაისს კინოთეატრ „რუსთაველში“ გაიმართა ავსტრიული ფილმის „ბერტა ფონ ზუტნერი და ალფრედ ნობელი - სიყვარული მშვიდობისათვის“ ჩვენება; 
  • 31 მაისს მაია ფანჯიკიძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „მაქს ფრიშის „შტილერი“– მე არ გამაჩნია ენა ჩემი სინამდვილისთვის“ 
  • 8 ივნისს მოეწყო რეჟისორ შტეფან იეგერის შვეიცარიული ფილმის ჩვენება: „დიდი სომერი“;
  • 12 ივნისს ანა მარია ედველმა გააკეთა მოხსენება თემაზე „ავსტრიული გერმანულის თავისებურებები და ავსტრიული დიალექტები თანამედროვე ავსტრიულ ლიტერატურაში“;
  • 24 სექტემბერს თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართა ავსტრიული ბიბლიოთეკისა და ÖSD-საგამოცდო ცენტრის პრეზენტაცია პროექტის „ევროპული ენების დღე 2017“ ფარგლებში;
  • 13 ოქტომბერს მოეწყო შეხვედრა შვეიცარიელ მწერლებთან. ბარაბარა შიბლიმ და ანეტე ლორიმ წაიკითხეს ნაწყვეტები ახალი რომანებიდან. ტექსტების ქართული თარგმანი წარმოადგინა მზია გალდავაძემ;
  •  13-14 ოქტომბერს მოეწყო ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ქალის ტრანსკულტურული რეპრეზენტაციები ლიტერატურასა და ფილოსოფიაში“. ღონისძიება განხორციელდა ავსტრიული კულტურის ცენტრის, ილიაუნის შედარებითი ლიტერატურისა და ფილოსოფიის ინსტიტუტების ერთობლივი ძალისხმევით. მასში მონაწილეობდა 27 მონაწილე ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან;
  • 22 ნოემბერს ჩატარდა სემინარი თემაზე: „ფსიქოანალიტიკური კვლევის ტრადიცია და თანამედროვე ტენდენციები“. სემინარს ხელმძღვანელობდა პროფ. ჰორსტ კეხელე, გერმანელი ფსიქოანალიტიკოსი, სახელმძღვანელოს „ფსიქოანალიტიკური თერაპიის საფუძვლები“ ავტორი (ქართულად თარგმნა მზია გალდავაძემ);
  • 24 ნოემბერს კოკა ბრეგაძემ ავსტრიული მხარისა და გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების ერთობრლივი პროექტის ფარგლებში წაიკითხა მოხსენება თემაზე „მოდერნის ეპოქის დიაგნოზი და პროგნოზი გოეთეს „ფაუსტის“ მეორე ნაწილში“- 
  • 25-29 ნოემბერს ავსტრიული კულტურის ცენტრში ჩატარდა ÖSD-საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდები;
  • 30 ნოემბერს კინოთეატრ „რუსთაველში“ ავსტრიული კულტურის ცენტრის, თბილისის ავსტრიის საელჩოსა და ერევნის ავსტრიული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა ავსტრიული ფილმის ჩვენება „ეგონ შილე - სიკვდილი და გოგონა“.
  • 7 დეკემბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა ავსტრიის ელჩთან. დოქტ. არად ბენკომ დაათვალიერა ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილი გამოფენა და ისაუბრა ზუტნერთან დაკავშირებული ახალი პროექტის შესახებ, რომლის განხორციელებას ავსტრიული კულტურის ცენტრთან თანამშრომლობით გეგმავს;
  • 12 დეკემბერს მოეწყო თარგმანის პრეზენტაცია. რუსუდან ღვინეფაძემ წარმოადგინა ფრანც კაფკას რომან „ამერიკის“ ქართული თარგმანის პირველი გამოცემა (ავსტრიული ცენტრისა და გოეთეს საერთშორისო საზოგადოების თბილისის განყოფილების ერთობლივი პროექტი);
  • 15 დეკემბერს ავსტრიული კულტურის ცენტრში გაიმართა ფილმის „ეგონ შილე – სიკვდილი და გოგონა“ ჩვენება.
ბანერები