მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ავსტრიული კულტურის ცენტრი

ავსტრიული კულტურის ცენტრის შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრი დაარსდა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ავსტრიის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ოფიციალური ხელშეკრულების საფუძველზე 2000 წლის 2 მაისს დაფუძნებული „თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკის“  ბაზაზე.  

„ავსტრიული ბიბლიოთეკები საზღვარგარეთ“ (http://www.oesterreich-bibliotheken.at) ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის პოლიტიკის სექციის  ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და წარმატებული პროექტია, რომელიც 1986 წელს კრაკოვში (პოლონეთი)  პირველი ავსტრიული ბიბლიოთეკის გახსნით დაიწყო. ავსტრიული ბიბლიოთეკების ქსელი ამჟამად  28  ქვეყნის 65  ბიბლიოთეკას მოიცავს.  პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს  ავსტრიული ბიბლიოთეკების გახსნა, უპირველესად, იმ ქვეყნებსა და ქალაქებში, სადაც ავსტრიის რესპუბლიკას ოფიციალური დიპლომატიური წარმომადგენლობა არა აქვს,  რაც მნიშვნელოვნად ზრდის ამ ინსტიტუციის მიზნებსა და ფუნქციებს.

 

ბანერები