მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა

შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა

პროგრამის დასახელება: შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 120 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში

პროგრამის შესახებ

პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს, განახლდა 2022 წელს და რეაკრედიტაცია გაიარა 2023 წელს. პროგრამის განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით მისი განახლება შესაძლებელია ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში.

სამაგისტრო პროგრამა „შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა“ სთავაზობს სტუდენტებს, შეისწავლონ ლიტერატურა როგორც კულტურული და ღირებულებითი სისტემების რეპრეზენტაციის ერთ-ერთი უმთავრესი მედიუმი და დააკვირდნენ ლიტერატურას როგორც ნაციონალურ, ისე ფართო კულტურათშორისსა და გლობალურ / ტრანსკულტურულ კონტექსტში, რაც, ერთი მხრივ, უცხო კულტურის გაგების, ხოლო მეორე მხრივ, თავიანთი კულტურის ერთიან მსოფლიო კულტურულ კონტექსტში გააზრების საწინდარია.

პროგრამის მიზანი

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები

  • გაეცნობიან ლიტერატურის შედარებითი კვლევის მიდგომებსა და მეთოდებს და გამოიყენებენ მათ დარგის აქტუალური საკითხების / პრობლემების საკვლევად ინტერდისციპლინურ და ინტერკულტურულ ჭრილში;
  • გაიღრმავებენ ცოდნას მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპებისა და უახლესი ტენდენციების შესახებ და გააცნობიერებენ მათ მიმართებას სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტებსა და ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივ პარადიგმებთან;
  • გამოიკვლევენ ქართული ლიტერატურის თემატურ, იმაგოლოგიურ, სტრუქტურულ, ეპოქალურ, ჟანრობრივსა და ესთეტიკურ ასპექტებს მსოფლიო ლიტერატურის ტენდენციებთან მიმართებით;
  • გაიუმჯობესებენ აკადემიური კომუნიკაციის კომპეტენციებს კვლევითი ნაშრომის შექმნითა და წარდგენით სამეცნიერო საზოგადოების წინაშე.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამა მოიცავს ლიტერატურის თეორიას, ლიტერატურულ ანალიზს და ლიტერატურის ისტორიას.

სწავლის შედეგები   

კურსდამთავრებული

  1. აღწერს და გადმოსცემს ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მთავარ თეორიულ მოდელებსა და კონცეფციებს და იყენებს მათ ლიტერატურული ტექსტების შედარებითი ანალიზისთვის;
  2. დეტალურად ახასიათებს ახალი და უახლესი დასავლური ლიტერატურის მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპებს და უკავშირებს ლიტერატურულ ნაწარმოებს შესაბამის ისტორიულ, სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურსა და ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივ კონტექსტებს;
  3. დამოუკიდებლად ახორციელებს კვლევას ქართული ლიტერატურის თემატური, იმაგოლოგიური, სტრუქტურული, ჟანრობრივი და ესთეტიკური ასპექტების შესახებ მსოფლიო ლიტერატურის ტენდენციებთან მიმართებით;
  4. კრიტიკულად კითხულობს ლიტერატურულ ტექსტს, ამოიცნობს მასში დასმულ ეთიკურ საკითხებს  და წერილობით და ზეპირად წარუდგენს თავისი კვლევის შედეგებსა და ტექსტის ორიგინალურ ინტერპრეტაციას ფართო აკადემიურ საზოგადოებას.

სწავლის მეთოდები

ლექცია, სემინარი, ანალიზი და სინთეზი, ელექტრონული სწავლების მეთოდი/ელემენტები, დემონსტრირების მეთოდი, დისკუსია/დებატები, გონებრივი იერიში, ჯგუფური მუშაობა, თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება, ინდუქციური და დედუქციური მეთოდები, ხელმძღვანელობა, რეფლექსია.

შენიშვნა: პროგრამის თითოეული კომპონენტის სილაბუსში და კონცეფციაში დაზუსტებულია გამოყენებული სწავლების მეთოდები.

დასაქმების შესაძლებლობები

  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • საერთაშორისო კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა პროექტები;
  • საგანმანათლებლო ორიენტაციის საერთაშორისო ინსტიტუტები და ორგანიზაციები, სხვადასხვა პერიოდულ გამოცემათა რედაქციები, მუზეუმები, სარეკლამო სააგენტოები, სხვადასხვა პროფილის დაწესებულებების პრეს-ცენტრები;
  • გამომცემლობები, გაზეთებისა და ჟურნალების რედაქციები, ხელოვნებისა და კულტურის დაწესებულებები;
  • შესაბამისი პროფილის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებები.

ამასთანავე, კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს სადოქტორო საფეხურზე.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის დასრულებისთვის და ლიტერატურის შედარებითი კვლევების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს  120  კრედიტი შემდეგი სქემის მიხედვით: 

  1. სავალდებულო კურსები- 36 კრედიტი;
  2. სავალდებულო-არჩევითი  კურსები-  42 კრედიტი;
  3. არჩევითი კურსები- არაუმეტეს 18 კრედიტი;
  4. სამაგისტრო ნაშრომი - 24 კრედიტი.

მიღების პროცედურები და ჩასაბარებელი გამოცდები -თავსდება ყოველწლიურად ილიას უნივერსიტეტის ვებგვერდზე.


საკონტაქტო ინფორმაცია

➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
info.arts_sciences@iliauni.edu.ge
elene.kikalishvili@iliauni.edu.ge
natalia_nemsadze@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები