2018 წელს განხორციელებული ღონისძიებები
2018 წლის განმავლობაში მუსიკის ცენტრის ორგანიზებით არაერთი მნიშვნელოვანი სემინარი და კონცერტი ჩატარდა.
7 დეკემბერს გაიმართა ილიაუნის მუსიკის ცენტრის, ბავშვის განვითარების ინსტიტუტისა და საქართველოს კარლ ორფის ასოციაციის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია და სემინარი თემაზე: „მუსიკა ბავშვის განვითარებისთვის“.
ამავე წლის 30 ნოემბერს ილიაუნის მუსიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ჯგუფ „რელიქვიას“ კონცერტი.
2018 წლის 25-27 ოქტომბერს ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტურ გუნდს ჰქონდა საკონცერტო გამოსვლები ბათუმის სიმღერისა და გალობის საერთაშორისო ფესტივალზე.
2018 წლის ივლისში მუსიკის ცენტრის ორგანიზებით ერთდოულად რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, მათ შორის: კანადელი პიანისტის, რონი ბოისის კონცერტი, ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის და დრეზდენის ახალგაზრდული გუნდის ერთობლივი კონცერტი (ლუთერანულ ეკლესიაში).
2018 წლის ივნისი დატვირთული იყო მნიშვნელოვანი ღონისძიებებით: გაიმართა ანსამბლის „ძველი მთიები“ კონცერტი, რომელიც ეძღვნებოდა ცნობილი ეთნომუსიკოლოგის, ედიშერ გარაყანიძის ხსოვნას. ასევე მუსიკის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა თანამედროვე იაპონური მუსიკის კონცერტი. შემსრულებლები: ცნობილი იაპონელი მევიოლინე, კენ აისო და ვალერია მარგოვსკაია (ფორტეპიანო).
გარდა ზემოაღნიშნულისა, 2018 წელს მუსიკის ცენტრის მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა შემდეგი ღონისძიებები:
- 17 მაისი - პოლონეთის გდანსკის სტანისლავ მონიუშკოს სახელობის მუსიკის აკადემიის და ილიაუნის მუსიკის ცენტრის ლექტორების ერთობლივი კონცერტი;
- 14-16 მაისი - პოლონეთის გდანსკის სტანისლავ მონიუშკოს სახელობის მუსიკის აკადემიის ლექტორების სემინარები ილიაუნის მუსიკის ცენტრის სტუდენტებისთვის;
- 4 მაისი - ილიაუნის მუსიკის ცენტრის და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთობლივი ღონისძიება;
- 27 აპრილი - თესალონიკის უნივერსიტეტის პროფესორის, ემანუელ ჯიანოპულოსის საჯარო ლექცია ბიზანტიურ მუსიკაზე;
- 27 აპრილი - ილიაუნის მუსიკის ცენტრის და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთობლივი ღონისძიება;
- 12 თებერვალი - ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის საანგარიშო კონცერტი;
- 7 თებერვალი - ილიაუნის სამუსიკო ხელოვნების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტების, ნათია ბერაიას და დაჩი თაქთაქიშვილის საჯარო კონცერტი;
- ჯაზის მიმართულების სტუდენტების დემო დისკის ჩაწერა.