ცენტრის მიზანია საბუნებისმეტყველო განათლების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა და განვითარება ამ მიმართულებით კვლევების წარმოებისა და ეროვნულ/საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის განვითარების გზით.
ცენტრის ამოცანებია:
ა) სამეცნიერო კვლევების წარმოება საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით;
ბ) საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობა;
გ) თანამშრომლობის განვითარება საბუნებისმეტყველო განათლების კუთხით როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე (ევროპელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების ინიცირება და განხორციელება);
დ) მუშაობა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებთან მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
ცენტრი ამჟამად ახორციელებს ორ საერთაშორისო პროექტს - ტემპუსის პროექტს - LeAGUe, და ერაზმუსის პროექტს - ARTIST & Co.