პალეოურბანისტული ლაბორატორიის შესახებ
ურბანული არქეოლოგია სტრუქტურული აქეოლოგიის მიმართულებაა და გათხრების გარდა მრავალ დისციპლინას მოიცავს: წყაროთმცოდნეობას, ისტორიულ გეოგრაფიას, ლანდშაფტის ანალიზს, ზოგად გეოლოგიას, ჰიდროლოგიას და ა. შ. საქართველოსათვის ეს შედარებით ახალი მიმართულებაა და რადგან ურბანისტიკა და ზოგადად ძველი სამყაროს არქიტექტურა საყოველთაო აღიარებით არქეოლოგიის გრამატიკაა, ამ მიმართულების ერთეულის შექმნა თავისთავად აქტუალურია. მსგავსი ცენტრი თუ ლაბორატორია არცერთ სხვა უნივერსიტეტში ჩვენამდე შექმნილი არ იყო (ახლა ალბათ მოგვბაძეს და შესაძლოა წარმატებითაც კი).
პალეოურბანული ლაბორატორიის შექმნის ყველა მიწერ-მოწერა, წარდგინება და შექმნის თარიღი დაცულია უნივერსიტეტის იურიდიულ სამსახურში.