ფილოსოფია
მისაღები ადგილების რაოდენობა: 15 ვაკანტური ადგილი
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: სამოტივაციო წერილი, ზეპირი გამოცდა (ფილოსოფიაში ბაზისური ცოდნის გამოსავლენად)
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოსოფიის მაგისტრი
მოკლე აღწერა:
პროგრამის მიზანია, აღზარდოს მკვლევართა ახალი თაობა, რომელსაც სიღრმისეულად ექნება გაცნობიერებული ფილოსოფიური პრობლემების ისტორია და ფილოსოფიური აზრის განვითარება. სტუდენტი საფუძვლიანად შეისწავლის თანამედროვე ინტელექტუალური სამყაროსათვის აქტუალურ ფილოსოფიურ თეორიებს, მიდგომებსა და პრინციპებს; გამოიმუშავებს პრობლემების იდენტიფიცირების კომპლექსურ ხედვას, არგუმენტაციის, პრობლემების შეფასებისა და შემოქმედებითად გადაჭრის უნარს; ჩამოყალიბდება ფართო ინტელექტუალური დიაპაზონის მქონე ანალიტიკოსად, რომელიც კომპეტენტური იქნება თანამედროვეობისთვის ისეთ აქტუალურ საკითხებში, როგორებიცაა: ადამიანის უფლებების მორალურ-თეორიული წანამძღვრები, ტექნიკის ფილოსოფია, მეცნიერების ფილოსოფია, კოგნიტური ანთროპოლოგია, გენდერი და კულტურა და სხვა.
კურსდამთავრებულს შეეძლება:
- გააგრძელოს სწავლა და კვლევითი მუშაობა დოქტორანტურაში;
- იმუშაოს საჯარო სექტორში;
- იმუშაოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში;
- იმუშაოს გამომცემლობებში;
- იმუშაოს არასამთავრობო ორგანიზაციებში;
- იმუშაოს კვლევით ცენტრებსა და აკადემიურ ინსტიტუციებში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი ოდოშაშვილი
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
☏ (+995 32) 222 00 09 (246);
✉: giorgi.odoshashvili.1@iliauni.edu.ge
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. #32, ოთახი A202