მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაცია

ჩატარებული კვლევები:

  1. „მოწევის საწინააღმდეგო პროპაგანდის ფსიქოლოგიური თავისებურებები სკოლის მოსწავლეებში“. კვლევის საფუძველზე დადგინდა, თუ რა სახის ანტინიკოტინური პროპაგანდა მოქმედებს სკოლის მოსწავლეებზე ყველაზე მეტად.
  2. „ცალმხრივი უყურადღებობა მარცხენა ჰემისფეროს იშემიური ინსულტის დროს“. კვლევის შედეგად დადგინდა მარცხენა ჰემისფეროს დაზიანების დროს განვითარებული ცალმხრივი სივრცითი უყურადღებობის კლინიკური თავისებურებები.

სტატია გამოქვეყნდება ჟურნალში: Forntiers in Cognitive Neuropsychology (FCP)

  1. „კონფლიქტურ და არაკონფლიქტურ ოჯახებში მცხოვრებ ქალთა დაავადებების რაოდენობრივი და თვისებრივი შედარებითი კვლევა“. დადგენილია, რომ კონფლიქტურ ოჯახებში მცხოვრები ქალები არაკონფლიქტური ოჯახებში მცხოვრებ ქალებთან შედარებით უჩივიან როგორც ორგანული, ისე ფსიქოლოგიური სახის გაცილებით უფრო მრავალფეროვან ჯანმრთელობის დარღვევებს.
  2. „ფეისბუქის მოხმარების თავისებურებები ქალებსა და კაცებში (შედარებითი კვლევა)“. დადგენილია განსხვავება იმ პრიორიტეტებს შორის, რის გამოც ქალები და მამაკაცები შედიან ფეისბუქში.
  3. „ადამიანის სახეების გარჩევა ემოციის და იდენტობის მიხედვით 6-7 წლის ბავშვებში“. კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ 6 წლის ბავშვები სახეებს ამოიცნობენ ძირითადად ემოციის, ხოლო 7 წლისები - იდენტობის მიხედვით. მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთდა რეკომენდაცია სკოლის სახელმძღვანელოების ილუსტრირებისათვის.

გამოქვეყნებული ნაშრომები

სათაური

ავტორები

გამოცემა

Left sided hemi neglect in patient with ischemic stroke to the left hemisphere: A case report

Makashvili M., Nikoleishvili S.

მიღებულია დასაბეჭდად Frontiers in cognitive neuropsychology

School pupils’ perception regarding anti-smoking propaganda

Makashvili ., Gubianuri T., Tabatadze E., Duchidze N.,

Research Journal of Biology (Research and Reviews), e-ISSN:2322-0066, 2016

Matching faces by expression and identity in 6-to 7-years old children

Atanelishvili E., , Babukhadia A., Bezhiashvili T., , Burkiashvili E., , et al.,

Research Journal of Biology (Research and Reviews), e-ISSN:2322-0066, 2015

Violent Video Games Cause Aggression in Young Females

Makashvili M., Amirejibi T., Chitiashvili T. et al

Journal of Law and Criminal Justice

December 2014, DOI: 10.15640/jlcj.v2n2a9

URL:http://dx.doi.org/10.15640/jlcj.v2n2a9

Gender Difference in the Motives for the Use of Facebook

Makashvili M., Ujmajuridze B., Amirejibi T., et al.

Asian Journal of Humanities and Social Studies (ISSN: 2321 – 2799) 2013

კონფერენციებში მონაწილეობა

ცენტრის სტუდენტებმა მოხსენება - „ადამიანების სახის გარჩევა ემოციის და იდენტობის მიხედვით ბავშვებში“ - გააკეთეს კონფერენციაზე - Students and Young Scientists Scientific Association III International Scientific Conference, Higher Medical School Aiety, Tbilisi, Georgia, 2015                                    

ცენტრში შესრულდა 8 საბაკალავრო და 2 სამაგისტრო ნაშრომი.

გამოსაქვეყნებლად მზად არის სახელმძღვანელო „ნეიროანატომია და ფიზიოლოგია ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის“. ავტორი - მალხაზ მაყაშვილი, თანაავტორები - ცენტრის მაგისტრანტები: თეო გუბიანური, ეკა ბურკიაშვილი, მარიამ გერგაული

მიმდინარე კვლევები:

ამჟამად ცენტრში მიმდინარეობს კვლევა ორი მიმართულებით:

  1. სქესობრივი ცხოვრებისგან დეპრივაციის ზეგავლენა ვირთაგვების ქცევასა და უჯრედულ მორფოლოგიაზე (ილიას უნივერსიტეტის მედიცინის ინსტიტუტთან თანამშრომლობით);
  2. მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა ფაზაში ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობების დინამიური ცვლილებების კვლევა .

სტუდენტური ფსიქო-ფიზიოლოგიური კვლევითი ცენტრის თანამშრომლების ინიციატივითა და ძალისხმევით, ცენტრს აქვს საკუთარი უნიკალური ბიბლიოთეკა, დაახლოებით 60 დასახელების მონოგრაფია (ფიზიოლოგია, ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულება) და აგრეთვე 300-მდე სამეცნიერო სტატია.

 

ბანერები