მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქართული ენის სახელოსნოს მიზნები და ამოცანები

ქართული ენის სახელოსნოს მიზნები და ამოცანები

  • ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის მეთოდური ხაზის და შესაბამისი სახელმძღვანელოების შემუშავება;
  • ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის სასწავლო მასალების შემუშავება;
  • სწავლების ონლაინ-ფორმატის ელემენტების შემუშავება და დანერგვა ქართულის, როგორც უცხო/მეორე ენის სწავლა-სწავლების პროცესში;
  • ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის მასწავლებლის პროგრამის სტუდენტების პრაქტიკისა და სტაჟირების უზრუნველყოფა სახელოსნოს მიერ შემუშავებული სასწავლო და მეთოდური მასალების გამოყენებით;
  • ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის მასწავლებლის პროგრამის სტუდენტების ჩართვა სახელოსნოს მიერ განხორციელებულ კვლევით პროექტებში;
  • ქართულ ენაში მომზადების და ინტეგრაციის პროგრამის სტუდენტებისთვის დამატებითი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება (საუნივერსიტეტო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შესრულებული პროექტები, ტრენინგები, ფილმების ჩვენება და დისკუსიები, ტუტორიუმი და სხვა);
  • ღონისძიებების ორგანიზება ქართულ ენაში მომზადების და ინტეგრაციის, ასევე, ქართულის, როგორც მეორე და უცხო ენის მასწავლებლის მომზადების პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით (გასვლითი საინფორმაციო შეხვედრები არაქართულენოვან აბიტურიენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეების ორგანიზება უნივერსიტეტში და სხვა);
  • გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ქართული ენის კურსების შემუშავება უცხოელი სტუდენტებისთვის და ლექტორებისთვის;
  • საზაფხულო სკოლების ჩატარება.
ბანერები