მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განხორციელებული ღონისძიებები

განხორციელებული ღონისძიებები

  • ცენტრის წევრების მიერ(შ. მაღლაკელიძე, დ.მალაზონია(პროექტის ხელმძღვანელი), ს. ლობჟანიძე, ნ. ჭიაბრიშვილი, ნ. ნაცვლიშვილი),  მომზადდა და 2018 წლის ივლისში რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ფუნდამენტურ კვლევებში გრანტის მოსაპოვებლად წარდგენილ იქნა პროექტი: ,,დემოკრატიული მოქალაქეობა საქართველოს  სკოლებში: გამოწვევები და განვითარების გზები“. პროექტმა ექსპერტების  მაღალი შეფასებადა გრანტი  დაიმსახურა და 2019 წლის თებერვლიდან დაწყებულ იქნა მასზე მუშაობა.
  • ცენტრის წევრებმა(შ.მაღლაკელიძე, დ. მალაზონია, ს. ლობჟანიძე) აქტიური მონაწილეობა მიიღეს რიდერების შექმნასა და გამოცემაში. მათ შორის: სამოქალაქო განათლება და დემოკრატია საქართველოში: გამოწვევები და განვითარების გზები, 2018(1), სამოქალაქო განათლება მდგრადობისათვის, 2018(2), და აქტიური მოქალაქეობის ხელშეწყობა, 2019(3).
  • ცენტრის წევრებმა  (შ.მაღლაკელიძე, დ. მალაზონია, ს. ლობჟანიძე) ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს და  ორი მოხსენება წარადგინეს მოფეტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე(ტელ-ავივი, ისრაელი).

ცენტრში ასევე მუშაობს სტუდენტური ჯგუფი. მასში  გაერთიანდა 6 სტუდენტი. აღნიშნული სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები ცენტრის საქმიანობაში. გასული ერთი წლის განმავლობაში ცენტრის წევრი სტუდენტების მიერ განხორიციელდა სხვადასხვა ტიპის სტუდენტური აქტივობები.

ცენტრის წევრები მართავენ ყოველკვირეულ შეხვედრებს, და ახდენენ წლიური სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ორგანზიებას.    სამოქალაქო ჩართულობის კლუბის წევრების სამუშაო/თემატურ მიმართულებებს წარმოადგენს: სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, დაწყებითი და საშუალო სკოლების მოსწავლეების და მასწავლებლების ხელშეწყობა სამოქალაქო აქტივობების დაგეგმვისას, ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გაზრდა და სოციალური ინტეგრაცია, CURE პროექტის ფარგლებში შექმნილი სასწავლო მასალების დისტრიბუცია სკოლებში, თემატური ტრენინგების ჩატარება და სხვადასხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა.

სტუდენტების აქტიური ჩართულობით, სოციალური ჩართულობისა და ინტეგრაციის ცენტრის დაქვემდებარებაში შეიქმნა სამოქალაქო ჩართულობის კლუბები, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხესა და სოფელ იანეულში. სტუდენტების ხელშეწყობით აღნიშნული კლუბები ახორციელებენ სამოქალაქო აქცივობებს, ატარებენ დასუფთავების აქციებს, სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი, რომელმაც გაიარა CURE პროექტის სმს ტრენინგები აქტიურად უტარებს მოსწავლეებს არაფორმალური განათლების სამუშაო საქმიანობებსა და ტრენინგებს. სტუდენტების დახმარებით სკოლების კლუბებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის წევრები აქტიურად ეხმარებიან რეგიონში არსებულ კლუბებს განახორციელეონ დაგეგმილი საქმიანობები.

2019 წლის 20-22 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში erasmus+ პროექტის  ,,კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების ხელშეწყობისათვის მასწავლებელთა მომზადების პროგრამებში ისრაელსა და საქართველოში“(CURE) ფარგლებში  უნივერსიტეტში იმყოფებოდა პროექტის  მონიტორინგის ჯგუფის წევრები -კენტერბერის ქრისტიანული ეკლესიის  უნივერსიტეტის პროფესორები ლინდენ ვესტი და ალან ბეინბრიჯი,   ასევე  პროექტის გაერე დამკვირებელი  მი ფონგ ლი.  მათ შეხვედრა ჰქონდათ    პროექტის და ცენტრის წევრებთან. დეტალურად გაეცნენ პროექტის წევრთა მუშაობას, ცენტრის და მათ შორის სტუდენტების საქმიანობას.  მათ დასკვნას, რომელიც ჯერ არ მიგვიღია, ვფიქრობთ მაღალი შეფასებით, შემდეგ ანგარიშში წარმოვადგენთ.

ბანერები