მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ცენტრის შესახებ

მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრი

მეხსიერების კვლევების ცენტრი 2015 წელს დაარსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე. ცენტრი შეიძლება ფოკუსირებული იყოს როგორც უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევებზე, ასევე, უნივერსიტეტის გარეთ, სხვადასხვა ფონდიდან დაფინანსებულ კვლევით პროექტებზე.

მეხსიერების კვლევები კავკასიაში მნიშვნელოვანია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, რადგან წარსულის აღქმას და ინტერპრეტაციას დიდი გავლენა აქვს რეგიონის კულტურულ და პოლიტიკურ პროცესებზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, რეგიონში მეხსიერების კვლევები ჯერ კიდევ საწყის სტადიაზეა. საქართველოში, ისევე როგორც მთელ კავკასიაში, მეხსიერების კვლევები თანამედროვე სამეცნიერო ტენდენციების ადეკვატური არ არის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე პარადიგმების გამოყენება მეხსიერების და რეგიონისთვის სხვა აქტუალური პრობლემების შესწავლის პროცესში.

ბანერები