ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში
პროგრამის სახელწოდება: ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:
- თეატრის რეჟისურის მაგისტრი (Master of Directing)
- მაგისტრი სამსახიობო ხელოვნებაში (Master of Acting)
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების წარმატებით ჩაბარება.
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია მომავალ რეჟისორებსა და მსახიობებს შეუქმნას საშემსრულებლო პრაქტიკასთან ინტეგრირებული გარემო და მოქმედ თეატრში სახელოსნოს პრინციპებზე დაფუძნებული მუშაობით მისცეს მათ საშუალება თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულებით (რეჟისურა ან სამსახიობო ხელოვნება), ახალი ცოდნის შეძენის საფუძველზე, განივითარონ ინდივიდუალური შემოქმედებითი ხედვა და გაიღრმაონ სპექტაკლის თანაავტორობით შექმნის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რათა მზად იყვნენ როგორც დამოუკიდებელი პროფესიული წინსვლისთვის, ისე კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმნელად თეატრალური ხელოვნების სფეროში.
პროგრამა დაფუძნებულია მსოფლიოს ისეთი წამყვანი თეატრალური სკოლების სასწავლო პროგრამების გამოცდილებაზე, როგორებიცაა: იელის დრამატული სკოლა (აშშ), როიალ ჰოლოუეის უნივერსიტეტი, შოტლანდიის სამეფო კონსერვატორია (დიდი ბრიტანეთი) და სხვ.
დასაქმების სფეროები:
- პროფესიული თეატრები
- კერძო თეატრები
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები თეატრალური ხელოვნების ისტორიის, თეატრალური სტუდიების მიმართულებით
- შემოქმედებითი სტუდიები
- ტელევიზია
- კინოინდუსტრია
- ფესტივალები
პროგრამაზე მიღების მოთხოვნები და შეფასების სისტემა
ერთიანი სამაგისტრო გამოცდა:
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და სახელოვნებო სწავლების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამაგისტრო პროგრამაზე „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ ჩასაბარებლად მაგისტრანტობის კანდიდატს არ სჭირდება საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება.
შიდასაუნივერსიტეტო მოთხოვნები
აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
- შემოქმედებითი რეზიუმე
- პორტფოლიო, რომელიც მოიცავს შემოქმედებითი საქმიანობის დასაბუთებას (ფოტოვიდეო მასალა, შესაბამისი ლინკები და ა.შ.)
- სამოტივაციო წერილი
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა მოიცავს 3 ეტაპს:
- ინტერვიუ აპლიკანტთან, რომელიც მოიცავს სამოტივაციო წერილის, შემოქმედებითი რეზიუმესა და პორტფოლიოს განხილვას და რომლის დროსაც მოწმდება ინგლისური ენის ცოდნის დონე
- შემოქმედებითი ტური
- ჯგუფური გამოცდა რეჟისორებისა და მსახიობებისათვის
გამოცდის პირველი ეტაპის გადალახვის შემდეგ აპლიკანტებს გაუწევენ კონსულტაციას შემოქმედებითი ტურისთვის.
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს ატარებს დარგობრივი კომისია, რომელიც აფასებს:
- ინტერვიუს აპლიკანტთან – 20 ქულა
- შემოქმედებით ტურს – 50 ქულა
- ჯგუფურ გამოცდას რეჟისორებისა და მსახიობებისათვის – 30 ქულა
შეფასების სისტემა და დეტალური ინფორმაცია მიღების პროცედურებზე იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში (დანართი N1).
საკონტაქტო ინფორმაცია:
სალომე დალაქიშვილი
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
☏ (+995 32) 222 00 09 (209);
✉: salome.dalakishvili@iliauni.edu.ge
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A202
სალომე მიქაძე - 593 999 676
ილიაუნის თეატრის ადმინისტრაციული მენეჯერი
✉ salome.mikadze@iliauni.edu.ge
ნათია კვაშალი - 597760074
ილიაუნის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
✉ natia.kvashali@iliauni.edu.ge