მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიზნები და ამოცანები

მიზნები და ამოცანები

ცენტრის მიზნებია:

  • არქეოლოგიის, როგორც მულტიდისციპლინური დარგის, განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, ამ მიმართულებით კვლევების წარმოება, კადრების მომზადება. საქართველოს არქეოლოგიის უმნიშვნელოვანესი პერიოდის (ძვ.წ. I ათასწ. - ახ.წ. VI ს.) პრობლემების კვლევა. კერძოდ:
  • საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი სახელმწიფოების წარმოქმნა;
  • ძვ.წ. I ათასწ. - ახ.წ.VI ს.-ში დემოგრაფიული ცვლილებები;
  • სოციალურ-ეკონომიკური (სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, ხელოსნობა) და პოლიტიკური ისტორია;
  • კულტურის ისტორია (ხელოვნება, რელიგია);
  • ურთიერთობა გარესამყაროსთან: ურარტუ; ბერძნული კოლონიზაცია; აქემენიდური ირანი; ალბანეთი, არმენია და კავკასიის ხალხები; სკვითები, სარმატები, ხაზარები; ელინისტური სამყარო; კოლხეთი, ქართლი და პონტოს სამეფო; კოლხეთი, ქართლი და რომი; ქართლი, ეგრისი და ბიზანტია-ირანის დაპირისპირება;
  • საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი სახელმწიფოების კვლევის ისტორიოგრაფია.

ცენტრის ამოცანებია:       

  • ლექციებისა და სემინარების მეშვეობით სტუდენტებისათვის იმ საბაზისო ცოდნის მიცემა, რომელიც გამოადგებათ ცენტრის მიერ დასახული სამეცნიერო კვლევა-ძიების დროს.
  • საბაკალავრო საფეხურზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქართველოსა და იმ კულტურებისა თუ ცივილიზაციების არქეოლოგიის შესწავლას, რომლებსაც ჩვენთვის საინტერესო პერიოდში ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან; მაგისტრატურის დონეზე - მულტიდიციპლინარული კვლევების დროს გამოსაყენებელი მეთოდების შესწავლას.
  • სტუდენტების ჩართვა სამეცნიერო კვლევებში - საველე, კამერალურ, ლაბორატორიულ, კაბინეტურ პირობებში.
  • საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება არქეოლოგიის სფეროში (ევროპელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების ინიცირება და განხორციელება).
ბანერები