მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2016 წლის ანგარიში

2016 წლის ანგარიში

ქართული ენის სახელოსნოს თანამშრომლების მიერ 2016 წელს შემუშავდა შემდეგი სასწავლო მასალები:

  • ქართულის, როგორც უცხო ენის სასწავლო სახელმძღვანელო „პროფილები”, A1 დონე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის პროექტი);

მიმდინარეობს მუშაობს ამ მასალებზე დაყრდნობით ონლაინ-კურსის შემუშავებაზე.

  • ქართულის, როგორც უცხო ენის სასწავლო სახელმძღვანელო „აღმართი”, დონე A2+,
  • პილოტირება გაიარა და გადამუშავდა ქართულის, როგორც უცხო ენის სასწავლო სახელმძღვანელოს “აღმართის” B1 დონის მასალები.
  • შემუშავდა ქართულის, როგორც უცხო ენის სასწავლო სახელმძღვანელოს - „აღმართის” - B2 დონე (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტი http://geofl.ge/#!/page_saxelmdzvanelo);
  • გადამუშავდა და შეივსო მასალები კურსისთვის “ენა და კულტურათაშორისი დიალოგი”;
  • გადამუშავდა და შეივსო მასალები კურსისთვის “მედიაკურსი” 1 და 2;
  • შეიქმნა დამატებითი მასალები A1, A2, B1 და B2 დონეებისთვის;

2016 წელს ყოველკვირეულად ტარდებოდა სახელოსნოს პერსონალის მიერ მეთოდური ვორკშოპი ქართულის, როგორც მეორე ენის სფეროში მომუშავე ლექტორებისთვის, რომლის განმავლობაში, ერთი მხრივ მენტორები აცნობენ ლექტორებს სფეროს სიახლეებს მათი პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, ხოლო, მეორე მხრივ, თითოეული ლექტორი წარადგენს მოხსენებას მისთვის საინტერესო ასპექტებზე, რაც ხელს უწყობს ლექტორების თვითგანვითარებას და კოლეგიალურ თანამშრომლობას.

სამენტორო პროგრამის ფარგლებში, 2016 წელს 4 მენტორის მიერ განხორციელდა ინდივიდუალური სამენტორო/ინტენსიური პრაქტიკის პროგრამა 5 პრაქტიკანტისა და 8 სტაჟიორისთვის.

2016 წლის ნოემბერში, სახელოსნოს ორგანიზებით, ილიაუნიში ჩატარდა კავკასიური საღამო, რომელიც იყო პირველი ასეთი მასშტაბის კულტურული ღონისძიება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის.

2016 წლის იანვარ-მარტში განახლდა და დასრულდა მუშაობა ონლაინ-დავალებების შემუშავებაზე A1, A2, B1 და B2 დონეებისთვის პორტალზე moodle iliauni.edu.ge.

2016 წლის დეკემბერში დაიწყო და მომზადდა მასალები ილიაუნის მასშტაბით პირველი საპილოტე ონლაინშუალედური ტესტირებისთვის პორტალზე moodle.iliauni.edu.ge ქართული ენის სახელოსნოს აუდიტორიაში.

2016 წლის გაზაფხულის სემესტრში ქართულის, როგორც უცხო/მეორე ენის მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტი პრაქტიკანტები ჩართული იყვნენ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის - ქართული ენის კურსი 2 - ფარგლებში სტუდენტთა საშინაო დავალებების გასწორება-შეფასებაში, რის შედეგადაც პრაქტიკანტებმა შეიძინეს კარგი გამოცდილება ენობრივი შეცდომების ანალიზისა და ანალიზის შედეგად მასალების გაუმჯობესების მხრივ, ხოლო არაქართულენოვან სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება, თითოეული მათგანის თითოეული საშინაო დავალება შემოწმებულიყო იდნივიდუალურად ზედმიწევნით დეტალურად პრაქტიკანტების მიერ, რის საშუალებაც ლექტორს 20-სტუდენტიან ჯგუფში ენის კურსის მსვლელობის დროს არა აქვს.

ბანერები