მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გალერეა

შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია

ახალი ამბები

2018 წლის 6 ივლისს გაიმართა შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია. უკვე მესამე წელია, რაც ყოველი წლის ივლისის პირველ კვირას  ტარდება მაგისტრთა კონფერენცია, რომელში ილიაუნის სტუდენტებთან ერთად ზოგჯერ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ. წლევანდელ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:

  • გიორგი მენაფირე – წმ. ნინოს და გრიგოლგანმანათლებლის შესახებ არსებული განსხვავებული ნარატივები და მათი ინტერპრეტაციები ქართულ ისტორიოგრაფიაში
  • დავით ჩიქოვანი – წესი იოვანეს მცნებისა V საუკუნის ქართლის ეკლესიაში
  • ნიკა ხოფერია – ლაზიკის ომი: ლანდშაფტი, სივრცე, რესურსები
  • თინათინ ნერგაძე – ქალთა ცხოვრების რეპრეზენტაცია შუა საუკუნეების საქართველოში (IV-XI სს.)
  • ნიკოლოზ შონია – მიწისძვრები შუა საუკუნეებში და 1088 წლის მიწისძვრა საქართველოში
  • ნინო ბლიაძე – ნაქარგობა შუა საუკუნეების საქართველოში
  • ინდირა კოჩალიძე – გიორგი ბრწყინვალის პიროვნება
  • ზურაბ წურწუმია – სახელმწიფოს გაგება დავითის ისტორიკოსთან
  • კონსტანტინე ბარამია – ქართული სამონასტრო კვების საკითხები XI-XIII საუკუნეებში
  • ნატო ნანიაშვილი – უცხოსთან შეხვედრა, ანუ მონღოლების გამოჩენა საქართველოში
  • გიორგი მეჭურჭლიშვილი – ეთნონიმ ქართველის მნიშვნელობა გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში

ყოველი სამი გამომსვლელის შემდეგ იმართებოდა დისკუსია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც სტუდენტები და სტუმრები, ასევე ილიაუნის პროფესორები.

მეორე დღეს კონფერენცია გაგრძელდა ილიაუნის სტეფანწმინდის სასწავლო ბაზაზე, სადაც პროფ. ბეჟან ჯავახიამ შეაჯამა კონფერენცია. საუბარი შეეხო ასევე მედიევისტიკის სასწავლო პროგრამასა და მისი გაუმჯობესების გზებს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მედიევისტიკის მიმართულების დოქტორანტები, ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორი ვერონიკ სომერსი,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, პროფესორები: ბეჟან ჯავახია, ნინო ჭიჭინაძე, მანანა ჯავახიშვილი, მალხაზ თორია.

ბანერები