პროფესორ ვლადიმირ ბენკოს საჯარო ლექციათა სერია ილიაუნიში
ახალი ამბები
28-30 აგვისტოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის ლ. შტურის სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორ ვლადიმირ ბენკოს საჯარო ლექციათა სერია:
- 28 აგვისტო - კორპუსული მეთოდოლოგიის გამოყენება ლექსიკოგრაფიული, მთარგმნელობითი და სხვა ტიპის კვლევების დროს;
- 29 აგვისტო - კორპუსის დიზაინისა და კორპუსების შედგენაზე ორიენტირებული კომპიუტერული უზრუნველყოფა;
- 30 აგვისტო - Aranea-ს ქართულენოვანი კორპუსი.
პროფესორ ბენკოს საჯარო ლექციათა სერია ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ციფრული ჰუმანიტარიის სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის ფარგლებში.
გალერეა