მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გალერეა

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

4 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის განათლების სკოლის ინიციატივით გაიმართა 2016-2017 სასწავლო წლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია. პროგრამა უნივერსიტეტში 2016 წლიდან ხორციელდება. აკადემიური ხარისხის მქონე პირისთვის, რომელსაც არ აქვს მასწავლებლობის უფლება, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით გავლა ერთადერთი გზაა მასწავლებლის პროფესიის დასაუფლებლად. კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებელი პროგრამის წარმატების საფუძველია.

ბანერები