ხედვა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2024-2030 წლების სტრატეგიაში მოცემული ხედვა განსაზღვრავს უნივერსიტეტის პოზიციონირებას და სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელების ძირითად შედეგს, ერთგვარ იდეალურ მიზანს, რასაც ემსახურება სტრატეგიის შესრულება. უნივერსიტეტის საზოგადოების მიერ ხედვა და მისია გაზიარებულია როგორც სტრატეგიის შემუშავების ეტაპზე შეხვედრების ფორმატში, ასევე სტრატეგიის დოკუმენტთან დაკავშირებით კომუნიკაციის პროცესში. საუნივერსიტეტო საზოგადოების მონაწილეობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხედვა ჩამოყალიბდა ჩვენი საერთო მისწრაფებების, ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების, ასევე შესაძლებლობების გათვალისწინებით შემდეგნაირად:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2030 წელს იქნება საქართველოსა და რეგიონში დასავლური სტანდარტების მქონე წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც ინოვაციური მიდგომებით ქმნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების, მაღალი ხარისხის სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესებისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის საფუძვლებს; მონაწილეობს გლობალური, რეგიონული და ეროვნული ამოცანების გადაწყვეტაში; ცოდნის ეკონომიკის განვითარებით ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესებს