ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური არის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს შემდეგი ფუნქციების განხორციელებას:

  • ზრუნავს სასწავლო და კვლევითი პროცესის ხარისხის ამაღლებაზე
  • შეიმუშავებს სწავლისა და კვლევის ხარისხის შეფასების მექანიზმებსა და ინსტრუმენტებს
  • დადგენილი ინდიკატორების მიხედვით სისტემატურად აფასებს სწავლისა და კვლევის შედეგებს და მათ შესაბამისობას უნივერსიტეტის მისიასთან
  • ხელს უწყობს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტების საერთაშორისო სივრცეში ჩართვას
  • კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის აკრედიტაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს
  • თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უნივერსიტეტების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების ჩამოყალიბების მიზნით

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - ნინო ჟვანია

საკონტაქტო ინფორმაცია:
quality@iliauni.edu.ge
➳ ჩოლოყაშვილის 3/5
☏ (+995 32) 222 00 09 (109)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები