მიღება სმართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 2023-2024 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
- კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა - ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 35
- საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა - ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 30
- სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა - ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 35
რეგისტრაციის ვადები და პროცედურები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა მაგისტრობის კანდიდატებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2023 წლის 14 აგვისტოდან 30 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით.
ელექტრონული რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/masters
რეგისტრაციის ბაზა გააქტურდება 14 აგვისტოს. ბაზაში შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს მაგისტრანტობის კანდიდატი.
რეგისტრაციის ელექტრონულ ბაზაში სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) 2023 წლის სამაგისტრო საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
გ) ფოტოსურათი;
დ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტის ასლი;
ე) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობის ასლი, სადაც მითითებული უნდა იყოს მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი.
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის)
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და სააპელაციო განხილვები
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდისა და სააპელაციო განხილვებისჩატარების თარიღებად განისაზღვრა 2023 წლის 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, დამატებითი ინფორმაცია კონკრეტული გამოცდის ჩატარების თარიღის შესახებ მაგისტრანტობის კანდიდატთათვის რეგისტრაციის დროს მინიჭებული კოდის მითითებით განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოცდის ჩატარებამდე არაუგვიანეს 1 დღით ადრე.
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება შემდეგი წესით - (ინსტრუქცია):
ა) კერძო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამა: კაზუსი (ნიმუში), ესე (ნიმუში), ინგლისური ენის გამოცდა B2 დონე (ნიმუში);
ბ) საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა: კაზუსი (ნიმუში), ესე (ნიმუში), ინგლისური ენის გამოცდა B2 დონე (ნიმუში);
გ) სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა: კაზუსი (ნიმუში), ინგლისური ენის გამოცდა B2 დონე (ნიმუში);
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება A405 A408, A409, A305, A307, A206; B101, B202 აუდიტორიებში, კონკრეტული გამოცდების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 31 აგვისტოსი;
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატთა პირველადი შეფასებები განთავსდება, მაგისტრანტობის კანდიდატთათვის რეგისტრაციის დროს მინიჭებული კოდის მითითებით უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2023 წლის 8 სექტემბერს.
მაგისტრანტობის კანდიდატთა სააპელაციო განაცხადები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის შედეგების შესახებ უნდა იქნეს წარდგენილი სამართლის სკოლის ელექტრონულ მისამართზე lawfaculty@iliauni.edu.ge 2023 წლის 11 და 12 სექტემბერს.
- სააპელაციო განაცხადების განხილვა მოხდება 2023 წლის 13-14 სექტემბერს.
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების საბოლოო შედეგები
2023 წლის 15 სექტემბერს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე ერთი თვის ვადით (15 ოქტომბრამდე) განთავსდება გამოცდებგავლილ მაგისტრანტობის კანდიდატთა შეფასებები - აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, მხოლოდ მაგისტრანტობის კანდიდატთათვის რეგისტრაციის დროს მინიჭებული კოდის, შეფასების, სკოლის და პროგრამის მითითებით;
ხელშეკრულების გაფორმება
იმ მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, დაიწყება 2023 წლის 16 სექტემბრიდან და გაგრძელდეს 21 სექტემბრის ჩათვლით (მათ შორის 16, 17, 18, სექტემბერი ძირითადი სია, 19, 20 სექტემბერი სარეზერვო სია), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. ხელშეკრულებების გაფორმება განხორციელდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A407 აუდიტორიაში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 32).
მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის ბაზაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და დამატებით ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები, ასევე, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი.
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, სადაც მითითებულ უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;
გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;
დ) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.
იმ შემთხვევაში თუ მაგისტრანტი „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს, მისი ჩარიცხვის შესახებ ბრძანება ძალადაკარგული იქნება გამოცემის მომენტიდან;
2023