ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საიბოლტ ნოორდა

საიბოლტ ნოორდა

დოქტორი საიბოლტ ნოორდა, ამსტერდამის უნივერსიტეტის ემერიტუსი პრეზიდენტი, ჰოლანდიის კვლევითი უნივერსიტეტების ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის საბჭოს ყოფილი წევრია.

ამჟამად თავმჯდომარეობს Codarts-ის საბჭოს (როტერდამის ხელოვნების უნივერსიტეტი), საერთაშორისო ბაკალავრიატის საბჭოს, Muziekgebouw aan het IJ-ისა (თანამედროვე მუსიკის დარბაზი, ამსტერდამი) და De Groene Amsterdammer-ის (დამოუკიდებელი ყოველკვირეული ახალი ამბების ჟურნალი) საბჭოებს. გარდა ამისა, ამსტერდამის საუნივერსიტეტო კოლეჯის, ტიუბინგენისა და ბერლინის უნივერსიტეტების, სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის და სანქტ-პეტერბურგის ITMO უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრია. იგი არის Th&ma-ის, ჰოლანდიურ-ფლამანდიური უმაღლესი განათლების ჟურნალის, მთავარი რედაქტორი. კითხულობს ლექციებს, წერს უმაღლესი განათლების საკითხებზე და რეგულარულად განიხილავს ევროპის უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

დოქტორი საიბოლტ ნოორდა მუშაობდა სხვადასხვა აღმასრულებელ და არააღმასრულებელ საბჭოში უმაღლესი განათლებისა და კვლევის, საზოგადოებრივი რადიოსა და ტელევიზიის, საშემსრულებლო ხელოვნებისა და მოძრავი გამოსახულების, ჯანდაცვის სამსახურის, მაღალი ხარისხის გამოთვლების, არაკომერციული გამომცემლობისა და სოციალური სერვისების სფეროებში.

მისი აკადემიური სფეროა ევროპაში არსებული რელიგიების კულტურული ისტორია. ფლობს ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის, უტრეხტის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის საკავშირო სასულიერო სემინარიის/კოლუმბიის უნივერსიტეტში ხარისხებს.

მისი, როგორც საბჭოს წევრის, მანდატი 2013 წლის 14 ივნისს დაიწყო, მეორე მანდატს კი 2021 წელს ამოეწურა ვადა.

ბანერები