ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამსახურის შესახებ

განვითარების სამსახური

განვითარების სამსახური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და ადმინისტრაციულ პერსონალსა  ეხმარება უნივერსიტეტის ინსტიტუციური და კვლევითი განვითარებისთვის დაფინანსების წყაროების მოძიებაში. განვითარების სამსახური ცენტრალიზებული ერთეულია, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივსა და საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული ინიციატივების გავრცელებას. იგი განიხილება როგორც შუამავალი რგოლი დონორსა და უნივერსიტეტში გრანტების განმახორციელებელ გუნდს შორის.

განვითარების სამსახური ეხმარება უნივერსიტეტის თანამშრომლებს როგორც გრანტის წერის, ასევე მისი ადმინისტრირების პროცესში. გარდა ამისა, სამსახური უზრუნველყოფს დონორების მიერ გრანტების განხორციელებისთვის განსაზღვრული რეგულაციების დაცვას და აწარმოებს კვლევებს გარედაფინანსების მიღების შესაძლებლობების დასადგენად.

სამსახური ასევე ხელმძღვანელობს უწყვეტი განათლების მიმართულებას და დეპარტამენტს უნივერსიტეტში, რომელიც ემსახურება უნივერსიტეტს უნივერსიტეტის მისიის შესრულებას და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას.

განვითარების სამსახურის უფროსი: ქეთევან დარახველიძე

საკონტაქტო ინფორმაცია:
➳ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
E 105 და F213
ჩოლოყაშვილის გამზირი №3/5
0162, თბილისი, საქართველო
☏(+995 32) 222 00 09 (316/ 317)
development@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები