საერთაშორისო თანამშრომლობა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ინტერნაციონალიზაცია, რაც გულისხმობს ახალი ინგლისურენოვანი პროგრამების განვითარებას, სტუდენტების, მკვლევრებისა და პროფესორების მონაწილეობას სხვადასხვა გაცვლით პროექტში და ილიაუნის საზოგადოების მრავალფეროვნების ხელშეწყობას. შესაბამისად, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური მიზნად ისახავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის როლის გააქტიურებას სხვადასხვა საერთაშორისო ქსელში, პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებთან ურთიერთობის გაღრმავებასა და ახალი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. დღესდღეობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არაერთი საერთაშორისო თუ რეგიონალური ქსელის წევრია და აქვს რამდენიმე ათეული შეთანხმება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან.