შესყიდვების სამსახური
შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შესყიდვების პროცედურების წარმართვა;
- დაფინანსების წყაროების მიხედვით სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება და შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით;
- შესყიდვების წინამოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა, შესყიდვების ობიექტების ერთგვაროვნებისა და მონეტარული ზღვრების დადგენა, შესყიდვის მეთოდის შერჩევა;
- სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
- გამარტივებული შესყიდვის პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
- ელექტრონული და გამარტივებული ტენდერების შედეგად დადებული ხელშეკრულებების, ასევე გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარება, სასაქონლო ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა, საკასო და, კონკრეტულ შესყიდვის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა სახის დოკუმენტების ატვირთვა (წერილი, დასკვნა და სხვა)) ატვირთვა CMR მოდულში;
- მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით, მომწოდებლების შერჩევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადების უზრუნველყოფა;
- ლოჯისტიკასთან დაკავშირებული ყველა სახის ღონისძიების გატარება;
- მიმწოდებლებთან დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების მართვასთან დაკავშირებული ზედამხედველობის განხორციელება შესყიდვების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობა სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერში და ყოველ კონკრეტულ შესყიდვის პროცედურაში უნივერსიტეტის ინტერესების დაცვა;
- სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით წამოჭრილ დავებთან მიმართებაში, დავების განხილვის საბჭოში უნივერსიტეტის ინტერესების დაცვა;
- სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების სრულყოფისა და უკეთ წარმართვის მიზნით, შესაბამის სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა.
სამსახურის უფროსი თეიმურაზ მაღრაძე
საკონტაქტო ინფორმაცია
☏ (+995 32) 222 00 09 (111)
✉ purchase@iliauni.edu.ge