განვითარების სამსახურის საქმიანობა
განვითარების სამსახურის თანამშრომლები დაგეხმარებიან:
- დონორისა და დაფინანსების წყაროს მოძიებაში ინსტიტუციონალური და კვლევითი გრანტებისთვის
- ადგილობრივ და საერთაშორისო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თუ კერძო სექტორთან კონტაქტების დამყარებაში
- საგრანტო განაცხადის შედგენაში. კერძოდ:
- კონსულტაციებს გაგიწევენ სააპლიკაციო ფორმის შევსების პროცესში;
- საგრანტო განაცხადის საბოლოო ვერსიას შეათანხმებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან;
- დაგეხმარებიან კონსორციუმის შექმნაში და დონორი ორგანიზაციის თანამშრომლებთან პარტნიორობის დამყარებაში;
- საჭიროების შემთხვევაში შეიტანენ შესწორებებს საგრანტო განაცხადსა და ბიუჯეტში;
- დონორთან გაგზავნამდე გადაამოწმებენ საგრანტო განაცხადის საბოლოო ვერსიას;
- აწარმოებენ დაფინანსებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს, მათ შორის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
- უზრუნველყოფენ კონტრაქტის ხელმოწერას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან;