ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ისმაილ სერაგელდინი

ისმაილ სარაგელდინი

ისმაილ სერაგელდინი - ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დირექტორი ეგვიპტეში და ჰოლანდიის WAGENINGEN -ის უნივერსიტეტის პროფესორი. თავმჯდომარეობს შვილობილი კვლევითი ინსტიტუტების და მუზეუმების კოლეგიის დირექტორთა საბჭოს. ასევე  _ საკონსულტაციო კომიტეტების აკადემიურ, კვლევით, სამეცნიერო და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აკადემიებს, მათ შორის - Institut d'Egypte (ეგვიპტური მეცნიერებათა აკადემია), მესამე მსოფლიო მეცნიერებათა აკადემია, ინდური ეროვნული აკადემია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ევროპის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემია. ის არის საერთაშორისო სოფლის მეურნეობის კვლევის საკონსულტაციო ჯგუფის ყოფილი თავმჯდომარე (1994-2000), ასევე " Global Water Partnership"-ის დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარე (1996-2000). სერაგალდინი ხელმძღვანელობდა მსოფლიო ბანკის სპეციალურ პროგრამებს (1998-2000), გამოქვეყნებული აქვს 50 წიგნი და მონოგრაფია და 200 რეფერატი სხვადასხვა საკითხზე: ბიოტექნოლოგია, სოფლის მეურნეობის განვითარება, მდგრადობა და მეცნიერების ღირებულება საზოგადოებაში. იგი ფლობს კაიროს უნივერსიტეტის ბაკალავრის სამეცნიერო საინჟინრო დიპლომს, ასევე - ჰარვარდის უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო დიპლომებს.

ბანერები