ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო სტუდენტებისა და პროგრამების მარკეტინგის სამსახური

საერთაშორისო სტუდენტებისა და პროგრამების მარკეტინგის სამსახური

საერთაშორისო სტუდენტებისა და პროგრამების მარკეტინგის სამსახურის ამოცანაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების შესრულების მხარდაჭერა. კერძოდ, უნივერსიტეტში საერთაშორისო პროგრამების განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო პროგრამებისათვის ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტების მოზიდვა და მათი მხარდაჭერა.

აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სტუდენტებისა და პროგრამების მარკეტინგის სამსახური ასრულებს ქვემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებსა და აქტივობებს:

  • უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვა;
  • ადგილობრივი სტუდენტების მოზიდვა;
  • საერთშორისო სტუდენტების მიღება და ჩარიცხვა;
  • საერთაშორისო სტუდენტების სასწავლო პროცესის მონიტორინგი;
  • საერთაშორისო სტუდენტების მხარდაჭერა;
  • საერთაშორისო სტუდენტების კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა.

სამსახურის უფროსი - ქეთევან ბოიკო

საერთაშორისო სტუდენტებისა და პროგრამების მარკეტინგის სამსახურის დებულება.


საკონტაქტო ინფორმაცია:
ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი T106
(995 322) 220009 - 385
international@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები