ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2014

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული ზაზა ჭილაძე გახდა

ახალი ამბები

2015 წლის 14 მაისს, წიგნის სახლში "ლიგამუსი" დასახელდა ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული. ილიაუნის პროფესორებისა და სტუდენტებისაგან შემდგარი ჟიური ირჩევდა 2010-2014 წლებში ქართულად გამოცემული საუკეთესო უცხოური რომანის მთარგმნელს. გამარჯვებული გახდა ზაზა ჭილაძე. მის მიერ თარგმნილი უილიამ ფოლკნერის "დროშები მტვერში" გამომცემლობა ”დიოგენემ” 2013 წელს გამოსცა.

უილიამ ფოლკნერი (1897-1962) გასული საუკუნის უდიდეს ამერიკელ მწერლად მიიჩნევა. "დროშები მტვერში" მისი რიგით მესამე რომანია (რომელიც პირველად 1929 წელს გამოქვეყნდა სათაურით "სარტორისი"), მაგრამ, ამავე დროს, ესაა პირველი რომანი, რომელშიც სრულად გამოჩნდა ფოლკნერის, როგორც ლიტერატურული ფორმის ოსტატის, ხელოვნება და მისი, როგორც მოაზროვნის, მასშტაბები. ზაზა ჭილაძეს ეკუთვნის ფოლკნერის კიდევ ორი რომანის - "აგვისტოს ნათელისა" და "გვამის შემგინებლის" - ქართული თარგმანებიც.

განსახილველად სულ შემოვიდა 48 უცხოენოვანი რომანის ქართული თარგმანი. სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ.

ბანერები