სამეცნიერო კაფე
ილიაუნის სამეცნიერო კაფე გთავაზობთ საინტერესო, ცოცხალ შეხვედრებს, სადაც გექნებათ შესაძლებლობა, კვალიფიციური მეცნიერებისგან მიიღოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. შეხვედრებს ექნება არა ლექციების, არამედ საუბრის ფორმა. იმისთვის, რომ ჩაერთოთ სამეცნიერო კაფეს აქტივობებში, არაა საჭირო, იყო მეცნიერი ან სიღრმისეულად ერკვეოდე სამეცნიერო თემატიკაში. ილიაუნის სამეცნიერო კაფეს მიზანია, ცნობილი მკვლევრები დავაკავშიროთ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ მეცნიერება და აინტერესებთ მათ გარშემო მიმდინარე მოვლენები.
სამეცნიერო კაფეში შეხვედრები სხვადასხვა ფორმატით წარიმართება:
✔ ილიაუნის პროფესორების, მკვლევრების და დოქტორანტების სამეცნიერო კვლევების პრეზენტაციები;
✔ მსოფლიო სამეცნიერო სიახლეების პრეზენტაცია - Journal Club;
✔ ილიაუნის სტუდენტების და მკვლევრების შთაბეჭდილებების პრეზენტაცია იმ ქვეყნების შესახებ, რომლებშიც იმოგზაურეს - მოგზაურთა კლუბი;
✔ ახალგაზრდა მკვლევრების კვლევების პროგრეს-რეპორტები - მრჩეველთა კლუბი;
✔ სტუდენტური კვლევების ანგარიშების პრეზენტაცია;
✔ შეხვედრები მოწვეულ ლექტორებთან;
✔ თავისუფალი თემა.
სამეცნიერო კაფეში ველოდებით ყველა ცნობისმოყვარე ადამიანს.
თუ გსურთ, გახდეთ ილიაუნის სამეცნიერო კაფეს სპიკერი, ისაუბროთ თქვენთვის საინტერესო თემაზე, მიიღოთ რჩევები თქვენ მიერ დაგეგმილი კვლევის მეთოდების გასაუმჯობესებლად, გაგვიზიაროთ თქვენ მიერ წაკითხულ საინტერესო სტატიაზე ან ექსპედიციაზე შთაბეჭდილებები, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ თქვენი მოხსენების სცენარის შემუშავებაში. დაგვიკავშირდით - sciencecafe@iliauni.edu.ge