ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ალექსანდრე კვიტაშვილი

ალექსანდრე კვიტაშვილი

ალექსანდრე კვიტაშვილი - ისტორიკოსი, ევროპისა და აშშ-ის უახლესი ისტორიის სპეციალობით, სახელმწიფო მართვის სპეციალისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის რობერტ ფ. ვაგნერის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: ატლანტის გრეიდის სამედიცინო ცენტრის ფინანსურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტში; გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობაში; გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის დახმარების კომიტეტის (ამქორ) საქართველოს მისიაში; ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის - „კურაციოს“ - საერთაშორისო ფონდში; სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კონსულტანტად აზერბაიჯანში, ლიტვაში, უკრაინაში, სომხეთსა და სერბეთში; აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის (East-West Institute) ადმინისტრაციის დირექტორად ნიუ-იორკში.

2008 წლის 31 იანვარს ალექსანდრე კვიტაშვილი დაინიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად; 2010 წლის 31 აგვისტოს არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად, 27 დეკემბერს კი - უნივერსიტეტის რექტორად. 2014 წლის 2 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ალექსანდრე კვიტაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა; ამავე დღეს, უკრაინის უმაღლესმა რადამ კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დაამტკიცა.

ბანერები