ნაუმ კლეიმანი
ნაუმ კლეიმანი - კინომცოდნე, რუსული კინოს კრიტიკოსი, მოსკოვის სახელმწიფო ცენტრალური კინოს მუზეუმის დირექტორი. დაიბადა 1937 წელს. თავდაპირველად სწავლობდა მათემატიკის ფაკულტეტზე ყირგიზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა, 1961 წელს დაამთავრა კინომცოდნეობის ფაკულტეტი მოსკოვში და მუშაობა დაიწყო „გოსფილმფონდის“ ერთ-ერთ განყოფილებაში. ნაუმ კლეიმანი, როგორც რეჟისორი და კონსულტანტი, მონაწილეობდა ეიზენშტეინის განადგურებული ფილმის, „ბეჟას მდელოს“, აღდგენაში. ის ეიზენშტეინის შემოქმედების მსოფლიოში აღიარებული მკვლევარია და 1988 წლიდან მსოფლიოს არაერთ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებსა და სპეცკურსებს როგორც ეიზენშტეინის შემოქმედების, ასევე მსოფლიო კინოს ისტორიის შესახებ. 1993 წელს ნაუმ კლეიმანი ევროპული კინოაკადემიის წევრად აირჩიეს და ამავე აკადემიის პრიზით დააჯილდოვეს. ის არაერთი ჯილდოს მფლობელია, მათ შორისაა: ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენი (საფრანგეთი, 1992), გოეთეს სახელობის მედალი (გერმანია, 1995), ასევე - ამომავალი მზის ორდენი რუსულ-იაპონური კულტურული კავშირების გაღრმავებისთვის (იაპონია, 2005).
ნაუმ კლეიმანი ბერლინის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრად, 1991 წელს კი - ვენის კინოფესტივალის ჟიურის წევრად იყო მიწვეული.