ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მონაწილეობის პირობები

პასკალის პრემიის მონაწილეობის პირობები

პასკალის პრემია გადაეცემა ილას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის, რომელსაც ექნება სტატიის სახე. პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის. ჯილდო ერთ კანდიდატზე გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამ სტატიაზე.

  • პირველი 10 ლაურეატისთვის 3000 ლარიან პრემიას აწესებს ჩვენი პარტნიორი ბაზის ბანკი;
  • ხოლო, დანარჩენი ლაურეტაები დაჯილდოვდებიან ილიას უნივერსიტეტის მიერ.

ვის შეუძლია პასკალის პრემიის მიღება?
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ნებისმიერ მეცნიერს, რომელსაც განაცხადის შემოტანის მომენტისთვის ჯერ არ შესრულებია 36 წელი.

პასკალის პრემიის მიღებაზე განაცხადი უნდა შეიცავდეს:

  • განცხადებას რექტორის სახელზე, რომელშიც კანდიდატმა უნდა აღნიშნოს ჯილდოს მიღებაზე მის მიერ წარმოდგენილი პუბლიკაციის განხილვის სურვილი;
  • დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს კანდიდატის აფილიაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ცნობა, ხელშეკრულება, ან სხვა დოკუმენტი);
  • პირადობის მოწმობის ასლს;
  • სამეცნიერო პუბლიკაციის (სტატიის) ქსეროასლს.

პასკალის პრემიაზე კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სტატია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • სტატია უნდა იყოს გამოქვეყნებული Thomson Reuters-ის ბაზაში შემავალ თემატურ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში; პრემიას მიიღებენ იმ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების ავტორები, რომელთა ეიგენფაქტორის ქულა (Eigenfactor Score)* მაღალია. გამონაკლისია ჰუმანიტარულ მეცნიერებების სფეროში გამოქვეყნებული სტატიები, რომელთა შემთხვევაშიც Thomson Reuters-ის ბაზაში შემავალ თემატურ ჟურნალში გამოქვეყნება საკმარისი პირობაა პრემიის მისაღებად.
    *ჟურნალის აიგენფაქტორის ქულა წარმოაჩენს ჟურნალის მთლიან მნიშვნელობას მეცნიერული საზოგადოებისათვის. აიგენფაქტორის ქულა გამოითვლება თომსონის Journal Citation Reports (JCR)-ის მონაცემების მიხედვით. პასკალის პრემიისათვის შესაბამისი დარგის ჟურნალების ჩამონათვალის რანჟირება გაკეთდება აიგენფაქტორის ქულის მიხედვით ყველაზე მაღლიდან ყველაზე დაბალ მაჩვენებლებამდე. პრემია გაიცემა იმ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიებზე, რომლებიც შედის ასეთი სიის 60 %-ში.
  • კანდიდატის ინსტიტუციურ აფილიაციად დასახელებული უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; კანდიდატი შეიძლება იყოს სტატიის ავტორი ან თანაავტორი. კანდიდატის თანაავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ერთ-ერთი თანაავტორი უნდა იყოს დასავლეთ ევროპისა ან აშშ-ის რომელიმე უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროფესორი, მკვლევარი ან დოქტორანტი. პუბლიკაცია, რომელიც შესრულებულია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტებსა თუ კვლევით ცენტრებში მოღვაწე თანაავტორებთან ერთად, არ იქნება განხილული პრემიისთვის.
  • დოქტორანტი კანდიდატის შემთხვევაში, წარმოდგენილი შეიძლება იყოს სტატია, რომელიც გამოქვეყნებულია შესაბამისი სადოქტორო პროგრამის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სტატიის თანაავტორად არ შეიძლება მითითებული იყოს დოქტორანტის ხელმძღვანელი ან თანახელმძღვანელი. 
    • სტატია გამოქვეყნებული უნდა იყოს არაუადრეს 2014 წლის 1-ლი იანვრისა.

განაცხადების მიღების ვადები და პროცედურები
პასკალის პრემიით მეცნიერთა დაჯილდოება მოხდება წელიწადში ორჯერ: ივნისსა და დეკემბერში. ივნისში პრემიის მიღების მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ პირველ მაისამდე. დეკემბერში პრემიის მიღების მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ პირველ ნოემბრამდე.

კანდიდატებმა შესაბამისი განაცხადები უნდა წარმოადგინონ უნივერსიტეტის კანცელარიაში:

➳ 3/5 ჩოლოყაშვილის გამზირი,თბილისი, 0162
✉ info@iliauni.edu.ge
☏ (+995 32)222 0009

შერჩევა
კანდიდატის განაცხადებში მითითებული მონაცემების ანალიზს და დასკვნას უზრუნველყოფს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის სამსახური; გამარჯვებულს/გამარჯებულებს ავლენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი წარმოდგენილი დასკვნების საფუძველზე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის:
ეკატერინე კვინიკაძე
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 
➳ 3/5 ჩოლოყაშვილის გამზირი, თბილისი, 0162
 quality@iliauni.edu.ge
☏ (+995 32)222 0009 (109)

ბანერები