ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტი

„მიმინო“ ილიაუნის მინიფეხბურთის ჩემპიონატის კოკა-კოლას თასის გამარჯვებულია

ახალი ამბები

3-19 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე გაიმართა მინიფეხბურთის სტუდენტური ჩემპიონატი „კოკა-კოლას თასი“.

ტურნირში მონაწილეობდა ილიაუნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 16 გუნდი.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „მიმინო“ და „კატენაჩო“. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 3:3, დასრულდა, პენალტების სერიაში გამარჯვება „მიმინომ“ მოიპოვა მას შემდეგ, რაც გუნდის მეკარემ გადამწყვეტი დარტყმა მოიგერია. მესამე საპრიზო ადგილი „პირველმა მერცხალმა“ დაიკავა, რომელმაც მოწინააღმდეგე „სულერთია“ ანგარიშით 10:2 დაამარცხა.

ილიაუნის მხარდამჭერმა კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ გამარჯვებული გუნდის („მიმინოს“) შვიდივე წევრს „სითი მოლის“ 500-ლარიანი ვაუჩერები და „კოკა-კოლას“ სასაჩუქრე ნაკრებები გადასცა.

2026

 

ბანერები