კარლო გინძბურგი
კარლო გინძბურგი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი თანამედროვე იტალიელი ისტორიკოსი. ავტორია მრავალი გამოკვლევისა, რომელთა კრებული - ”ნაკვალევები. მითები. მიკროისტორია” - ქართულად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა. კარლო გინძბურგმა დოქტორის ხარისხი პიზის უნივერსიტეტში მიიღო 1961 წელს. ის ასწავლიდა ბოლონიისა (იტალია) და კალიფორნიის უნივერსიტეტებში (აშშ). გინძბურგმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხელოვნების ისტორიის, ლიტერატურისმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის განვითარებაში.