ადგილობრივი რეიტინგი
2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, ვაკანტური ადგილების შევსების მაჩვენებლის მიხედვით, თავისი პროფილის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მეორე ადგილს იკავებს.
თავისი პროფილი გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კონკურენციაში განვიხილოთ სამედიცინო, სამხატვრო, მუსიკალური პროფილის მქონე უმაღლესი სასწავლებლებთან.
ილიაუნი ასევე ლიდერულ პოზიციებზეა აბიტურიენტების არჩევანის მიხედვითაც - აბიტურიენტთა რეგისტრაციის მაჩვენებლების მიხედვით, პირველ არჩევანად ყველაზე პოპულარული ილიაუნის ბიზნესის, სამართლის, ფილოსოფიის, ქართული ფილოლოგიისა და ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამებია. ილიაუნის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის არსებულ მსგავს პროგრამებში, აბიტურიენტთა პირველი არჩევანის მიხედვით, პირველ ადგილზეა.
ქვეყნის მასშტაბით არსებულ მსგავს პროგრამებში, პირველ ადგილზეა ფილოსოფიის და ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამები.
ქვეყნის მასშტაბით მსგავს პროგრამებში მეორე ადგილზეა ილიაუნის სამართლისა და ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამები.
აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით საბაკალავრო პროგრამის პირველ ორმოცდაათეულში ხვდება ილიაუნის თითქმის ყველა საბაკალავრო პროგრამა. მათ შორის, ხუთეულშია ჩვენი ორი პროგრამა.
2014 წელი