ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკა

ილიაუნის ბიბლიოთეკა - სასწავლო კვლევითი სივრცე - ემსახურება ყველას, განურჩევლად ასაკისა, იურიდიული, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეთნიკური და მოქალაქეობრივი სტატუსისა. ბიბლიოთეკის მრავალფეროვანი ფონდი მოიცავს სხვადასხვა ენაზე შესრულებულ 2 მილიონამდე მონოგრაფიას, სახელმძღვანელოს, პერიოდულ გამოცემას, ელექტრონულ რესურსს და ა.შ. ბიბლიოთეკა ზრუნავს და პასუხს აგებს არსებული კოლექციების დაცვასა და განვითარებაზე; მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზების გზით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომს და ადვილად გამოყენებადს ხდის საინფორმაციო რესურსებს.

ილიაუნის ბიბლიოთეკა მდიდარია ელექტრონული რესურსების კოლექციით. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ მსოფლიოში ცნობილ აკადემიურ ბაზებს, ასევე - ინდექსებისა და აბსტრაქტების ბაზებს, ელექტრონულ ბიბლიოთეკებსა და სხვა აკადემიურ ინსტრუმენტებს, რომელთა საშუალებითაც უზრუნველვყოფთ მაღალი დონის კვლევის ჩატარებას და ხარისხიანი სწავლების განხორციელებას. 

დეტალური ინფორმაცია ელექტრონული რესურსების შესახებ იხილეთ აქ.

ილიაუნის ბიბლიოთეკა მომხმარებელს ემსახურება 8 სამკითხველო და 2 კომპიუტერული დარბაზით.

დეტალური ინფორმაცია ბიბლიოთეკის შესახებ იხილეთ აქ

ბიბლიოთეკის დირექტორი - თეო ყაველაშვილი

 

საკონტაქტო ინფორმაცია 
☏ (+995 32) 222 00 09 (116)
✉ [email protected]
დაგვიმეგობრდი ფეისბუქზე
➳ www.library.iliauni.edu.ge

ბანერები