სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფაკულტეტის შესახებ

სამართლის სკოლა

სამართლის სკოლის მიზანია, უმაღლესი იურიდიული განათლების თითოეულ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი იურისტების მომზადება.

სამართლის სკოლაში მოქმედებს სამართლის საბაკალავრო პროგრამა, კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა, საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო და სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამები.


→ სამართლის საბაკალავრო პროგრამის მიზანია,მოამზადოს კონკურეტუნარიანი სპეციალისტი სამართლის დარგში, რომელსაც/რომელიც:
ა) ექნება ფართო ცოდნა სამართლის არსის, ძირითადი პრინციპების, ეროვნული სისტემის თავისებურებების, ხოლო საჯარო, სისხლის, კერძო და საერთაშორისო სამართლის ძირითადი საკითხების სპეციფიკის შესახებ .
ბ) შეძლებს სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირება ს, მათ შეფასებას და პრობლემის გადაწყეტისთვის საჭირო იურიდიული მოქმედების განსაზღვრას წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;,
გ) შეძლებს სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან შესაბამისი ზეპირი და წერითი ფორმით კომუნიკაციას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით;
გ) შეძლებს მოქმედებას იურისტის პროფესიული ქცევის წესებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემის გზით.

→ კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტი კერძო (ბიზნეს) სამართლის სფეროში, რომელსაც .
ა)ექნება სიღრმისეული ცოდნა კერძო (ბიზნეს) სამართლის თანამედროვე ტენდენციების, გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ;
ბ) შეძლებს კერძო სამართლის სფეროში არსებული კომპლექსური პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების (მათ შორის ორიგინალური კვლევის საფუძველზე) დამოუკიდებლად განსაზღვრას და ორიგინალური სამართლებრივი დასკვნების შემუშავებას;
დ) შეძლებს, პროფესიული ცოდნისა და სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებაში მონაწილეობას;
ე) შეძლებს ეფექტურ კომუნიკაციას პროფესიულ და აკადემიურ აუდიტორიასთან აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით;
ე) იმოქმედებს ავტონომიურად, ეთიკის ნორმების დაცვით.

→ საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის მიზანია საჯარო სამართლისა და პოლიტიკის მიმართულებით კვალიფიციური და ინტერდისციპლინური ცოდნის მქონე სპეციალისტების მომზადება, იურისტისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვლევითი უნარების განვითარება.

საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა ერთადერთია საქართველოში, რომელიც სამართლისა და პოლიტიკის დარგების ინტეგრირებით უვითარებს სტუდენტს ფართო ხედვას აღნიშნული დარგების ურთიერთმიმართებაზე. თანამედროვე ცოდნის მიღებასთან ერთად, სამართლის სკოლა პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს სთავაზობს პროფესიულ გარემოსთან ინტეგრირების საშუალებას კლინიკის მეშვეობით.

→ სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური იურისტი, რომელსაც ექნება სისხლის სამართლის (მათ შორის, სასამართლო პრაქტიკის, ევროპული და საერთაშორისო სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის ინსტიტუტების შესახებ) სისტემური ცოდნა, ასევე პრაქტიკული საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და რომელიც შეძლებს სისხლის სამართლის სფეროში არსებული სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირებას, შესწავლა-გაანალიზებას და მათ გადაწყვეტას, რაც გამოადგება ყოველდღიურ პრაქტიკულ საქმიანობაში, როგორც საჯარო (სასამართლო, პროკურატურა, გამოძიების ორგანოები), ისე კერძო (ადვოკატურა) სექტორში.

საკონტაქტო ინფორმაცია

✉ lawfaculty@iliauni.edu.ge
➳ ჭავჭავაძის გამზ. 32. A კორპუსი, 
☏ (+995 32) 222 00 09 (301)


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები