სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამართლის სკოლა

სამართლის სკოლა ახორციელებს სამართლის საბაკალავრო პროგრამას, კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო, საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო, სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამებს  და სამართლის სადოქტორო პროგრამას.


სამართლის საბაკალავრო პროგრამა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის ბაკალავრი (Bachelor of Law)

პროგრამის მოცულობა კრედიტებში: 240 ECTS კრედიტი

  • 8 სემესტრი
  • 12 კრედიტი – საბაზისო სავალდებულო (საუნივერსიტეტო მოდული)
  • 24 კრედიტი – ინგლისური სავალდებულო
  • 186 კრედიტი – სამართლის სპეციალობის (დარგობრივი) კურსები
  • 18 კრედიტი – თავისუფალი კომპონენტი

პროგრამის მიზნები:

სამართლის საბაკალავრო პროგრამის მიზანია:

მოამზადოს კონკურეტუნარიანი სპეციალისტი სამართლის დარგში, რომელსაც/რომელიც:

ა) ექნება       ფართო ცოდნა სამართლის არსის, ძირითადი პრინციპების, ეროვნული სისტემის თავისებურებების, ხოლო საჯარო, სისხლის, კერძო და საერთაშორისო სამართლის ძირითადი საკითხების სპეციფიკის შესახებ;

ბ) შეძლებს სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირება ს, მათ     შეფასებას და პრობლემის გადაწყეტისთვის საჭირო იურიდიული მოქმედების განსაზღვრას  წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;   

გ) შეძლებს სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან შესაბამისი ზეპირი და წერითი ფორმით კომუნიკაციას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით;    

გ) შეძლებს მოქმედებას იურისტის პროფესიული ქცევის წესებისა და ადამიანის ძირითადი  უფლებების პატივისცემის გზით.

ინფორმაცია პროგრამის ხელმძღვანელების შესახებ:

ქეთევან ერემაძე - პროფესორი  ketevan.eremadze@iliauni.edu.ge

ზაზა მეიშვილი - პროფესორი zaza.meishvili@iliauni.edu.ge

დავით მაისურაძე - პროფესორი davit.maisuradze@iliauni.edu.ge


პროგრამის დასახელება: კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის მაგისტრი (Master of  Private Law)

პროგრამის მოცულობა კრედიტებში: 4 სემესტრი/120 კრედიტი

პროგრამის მიზნები: პროგრამის მიზანია მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტი კერძო (ბიზნეს) სამართლის სფეროში, რომელსაც:        

ა) ექნება სიღრმისეული ცოდნა კერძო (ბიზნეს) სამართლის თანამედროვე ტენდენციების, გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ;

ბ) შეძლებს კერძო სამართლის სფეროში არსებული კომპლექსური პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების (მათ შორის ორიგინალური კვლევის საფუძველზე) დამოუკიდებლად განსაზღვრას და ორიგინალური სამართლებრივი დასკვნების შემუშავებას;   

დ)  შეძლებს, პროფესიული ცოდნისა და სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებაში მონაწილეობას;         

ე) შეძლებს ეფექტურ კომუნიკაციას პროფესიულ და აკადემიურ აუდიტორიასთან აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით;

ე) იმოქმედებს ავტონომიურად, ეთიკის ნორმების დაცვით.

პროგრამის ხელმძღვანელი:  პროფესორი დავით მაისურაძე

ელფოსტა: davit.maisuradze@iliauni.edu.ge


პროგრამის დასახელება: საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საჯარო სამართლის მაგისტრი (Master of Public Law)

პროგრამის მოცულობა კრედიტებში: 4 სემესტრი/120 კრედიტი

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს საჯარო სამართლის მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი და ექპსერტი, რომელსაც ექნება სისტემური ცოდნა საჯარო სამართლისა და პოტილიტიკის ურთიერთმიმართების სხვადასხვა ასპექტის შესახებ, შეძლებს საჯარო სამართალსა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის აქტუალური პრობლემების კომპლექსურ შესწავლას და შეძენილ ცოდნას გამოიყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში როგორც ადამიანის უფლებათა სამართლის,  ასევე სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების განვითარების, რეფორმების და საკანონმდებლო ცვლილებების საკითხებთან მიმართებით.

პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ქეთევან ერემაძე

ელფოსტა: ketevan.eremadze@iliauni.edu.ge


პროგრამის დასახელება: სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის მაგისტრი (Master of Criminal Law)

პროგრამის მოცულობა კრედიტებში: 4 სემესტრი/120 კრედიტი

პროგრამის მიზანი: სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური  იურისტი, რომელსაც ექნება სისხლის სამართლის (მათ შორის სასამართლო პრაქტიკის, ევროპული და საერთაშორისო სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის ინსტიტუტების შესახებ) სისტემური ცოდნა და ასევე პრაქტიკული საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და რომელიც შეძლებს სისხლის სამართლის სფეროში არსებული სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირებას, შესწავლა-გაანალიზებას და მათ გადაწყვეტას, რაც მას გამოადგება ყოველდღიურ პრაქტიკულ საქმიანობაში როგორც საჯარო (სასამართლო, პროკურატურა, გამოძიების ორგანოები), ისე კერძო (ადვოკატურა) სექტორში. 

პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ზაზა მეიშვილი

ელფოსტა: zaza.meishvili@iliauni.edu.ge


პროგრამის დასახელება: სამართლის  სადოქტორო პროგრამა 

სადოქტორო პროგრამის სახელწოდება:  სამართალი

მისანიჭებელი ხარისხი: სამართლის დოქტორი PhD in  Law

სწავლების ენა : ქართული

სწავლების ხანგრძლივობა: 42 ECTS, 3-5 წელი

სამართლის      სადოქტორო პროგრამის სასწავლო კომპონენტი შეადგენს 42 კრედიტს. მათ შორის:

  • სავალდებულო - 30 კრედიტი და
  • არჩევითი - 12 კრედიტი, საიდანაც დოქტორანტი იღებს კურსებს თავისი კვლევითი ინტერესების გათვალისწინებით.

ტრანსფერული უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამა სთავაზობს დოქტორანტებს სხვადასხვა ტრენინგს/ workshop-ს, რომელიც ადმინისტრირებულია აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრის მიერ.

კვლევის ეთიკის ნორმების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, დოქტორანტისთვის სავალდებულოა „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა“ ტრენინგის გავლა.

გარდა ამისა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, პროგრამაზე სწავლის პერიოდში, დოქტორანტებმა უნდა აირჩიონ მინიმუმ ერთი ტრენინგი/workshop-ი.

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის შესახებ :

სამართლის სადოქტორო პროგრამა ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტებით სამეცნიერო კვლევის განხორციელებასა და ახალი ცოდნის შექმნას სამართლის სხვადასხვა დარგში, რითაც ქმნის პლატფორმას იმისთვის, რომ გაფართოვდეს სამართლის დარგის კვლევის როგორც რეგიონული, ასევე საერთაშორისო საზღვრები. ასეთი პროგრამის შექმნა მნიშვნელოვანია, მათ შორის, სამართლის დარგში საერთაშორისო პრაქტიკის და თანამედროვე კვლევის ტენდენციების გააზრებისა და იმპლემენტაციისთვის.

სამართლის სადოქტორო პროგრამა მოიცავს კვლევის ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის

  • საჯარო სამართალი,
  • კერძო სამართალი,
  • სისხლის სამართალი.       

საერთაშორისო უნივერსიტეტებთან და მეცნიერებთან თანამშრომლობით პროგრამა ქმნის კვლევის მაღალხარისხიან გარემოს სამართლის დარგის კვლევებში საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების, კვალიფიციური ხელმძღვანელობის, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული კვლევითი პროცესების და  კვლევით საჭიროებებზე მორგებული სასწავლო კომპონენტების ერთობლიობით.

 პროგრამა მხარდაჭერილია საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს არსებობით, რომელიც უზრუნველყოფს:

  • პროგრამაში ჩართული დოქტორანტების თანახელმძღვანელობას;
  • ერთობლივი კვლევითი პროექტების განვითარებას;
  • სადოქტორო კურიკულუმის განვითარებას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ასევე საჭიროების შემთხვევაში გარე რეფერირებას;
  • ქართველი მეცნიერების და დოქტორანტების ჩართვას მსოფლიო სამეცნიერო ქსელში.

ინფორმაცია პროგრამის ხელმძღვანელების შესახებ:

ქეთევან ერემაძე - პროფესორი  ketevan.eremadze@iliauni.edu.ge

ზაზა მეიშვილი - პროფესორი zaza.meishvili@iliauni.edu.ge

დავით მაისურაძე - პროფესორი davit.maisuradze@iliauni.edu.ge

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები