ღირებულებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, უმაღლესი განათლების როლის გათვალისწინებით საზოგადოების განვითარებისა და კეთილდღეობის საფუძვლების შექმნაში, 2018-2024 წლების სტრატეგიას აფუძნებს შემდეგ ღირებულებებსა და პრინციპებზე:
- ავტონომიურობა – უნივერსიტეტი არის ავტონომიური საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც კანონის ფარგლებში დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს თავისი ძირითადი საქმიანობის სრულყოფილად წარმართვისთვის;
- თანაბარი შესაძლებლობები – უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის უზრუნველყოფილია სწავლის, სწავლების, მუშაობისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები, რაც მოიცავს როგორც არჩევანის თავისუფლებას, ისევე უნივერსიტეტის მხრიდან ხელშეწყობას არჩევანის შესაბამისი ქმედებების განხორციელებისათვის;
- მრავალფეროვნება – უნივერსიტეტი არის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც წახალისებულია კულტურული, საგანამანათლებლო და კვლევითი საქმიანობის მრავალფეროვნება, როგორც საზოგადოებრივი ღირებულებების შექმნის საფუძველი;
- აკადემიური თავისუფლება – უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სამეცნიერო/ აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის აკადემიური საქმიანობის არჩევანისა და განხორციელების თავისუფლებას.
- სოციალური პასუხისმგებლობა – უნივერსიტეტი გრძელვადიანი და მიზანმიმართული მიდგომით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, რომლებიც უნიკალური სამეცნიერო და ადამიანური რესურსის გამოყენებით ემსახურებიან საზოგადოების მდგრად განვითარებას;
- კეთილსინდისიერება – უნივერსიტეტის საქმიანობის უმთავრესი კრიტერიუმია კეთილსინდისიერება სწავლა/სწავლებისა და კვლევის პროცესში
- გამჭვირვალობა და ღიაობა – უნივერსიტეტი ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე, პროაქტიულად ავრცელებს ინფორმაციას საქმიანობის თაობაზე და ღიაა თანამშრომლობისათვის;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა – უნივერსიტეტი პროაქტიულად აფასებს საკუთარ საქმიანობას, ეძებს სუსტ მხარეებს და ზრუნავს მათ აღმოფხვრაზე.