ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტივენ ჯონსი

სტივენ ჯონსი

სტივენ ჯონსი 1989 წლიდან მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორია. იგი ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტური საზოგადოებების მკვლევარია და რეგულარულად უწევს კონსულტაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საქართველოში აშშ-ის ელჩებს.

1989-1991 წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, ჯონსი თანამშრომლობდა პერიოდულ შემდეგ გამოცემებთან: New York Times, the McNeil-Lehrer News Hour, and National Geographic; მისი ანალიზი ასახულია New York Times-ის მიერ 1992 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც საქართველოს მომავალს ეძღვნება; იგი მიწვეული იყო BBC-ის ახალი ამბების ხუთ გამოშვებასა და ამერიკის სხვადასხვა რადიო და სატელევიზიო არხის პროგრამებში (მათ შორის NPR-ის გადაცემაში Weekend Edition). 1996 ივლისში ჯონსი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის სტატუსით საქართველოს ესტუმრა კავკასიაში რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაზე ეკონომიკური რეფორმის ზეგავლენის შესაფასებლად. მომდევნო წელს კი, როგორც გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) კონსულტანტი, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს, აფხაზეთს ეწვია, რათა შეეფასებინა ლტოლვილების მდგომარეობა. ჯონსის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს ოფიციალურ პირებთან, რათა განხორციელდეს საარქივო მასალების იდენტიფიცირება, შენახვა და კატალოგიზაცია, ასევე თანამედროვე საბიბლიოთეკო ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყნის არქივებსა და ბიბლიოთეკებში. 2003-2004 წლებში მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით საქართველოში ორი საზაფხულო პროგრამა განახორციელა, რომელთგან მეორე რელიგიური ტოლერანტობის თემას ეხებოდა. 2011 წელს ჯონსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად აირჩიეს. იმავე წელს მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

ჯონსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ 2014 წელს გამოქვეყნებული კრებულის, „ქართლის ცხოვრების“ ინგლისური თარგმანის რედაქტორია (ქართული ტექსტის რედაქტორია როინ მეტრეველი).

მაუნთ ჰელიოკის კოლეჯამდე ჯონსი საბჭოთა პოლიტიკის საკითხებს ასწავლიდა კალიფორნიის უნივერსიტეტში (სანტა კრუზი, 1986), ლონდონის უნივერსიტეტსა (1986-1988) და ოქსფორდის უნივერსიტეტში (1988-1989). მას მიღებული აქვს ჰარვადის, ლონდონის, ოქსოფორდის უნივერსიტეტების, ასევე IREX-ის სმით რიჩარდსონის ფონდის და პრინსტონის მოწინავე/პერსპექტიული კვლევევების უნივერსიტეტის არაერთი გრანტი, სტიპენდია თუ ჯილდო. ჯონსის მშობლიური ენა ინგლისურია. იგი თავისუფლად მეტყველებს ქართულად და კითხულობს რუსულად და ფრანგულად.

ბანერები