ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (ავსტრია) ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ავსტრია) ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს სთავაზობს ორმაგი ხარისხის მოპოვების შესაძლებლობას.

ორმაგი ხარისხის პროგრამის ფარგლებში მისანიჭებელი კვალიფიკაციები:

  • Master of Business Administration

           ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • Master of Arts in Business

           ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი

ავსტრიული პროგრამის სპეციალიზაცია:

  • მარკეტინგი და მომხმარებელთან ურთიერთობები

სტრუქტურა:

  • I, III, IV სემესტრი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • II სემესტრი (თებერვალი 2025-ივნისი 2025) – ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი

დაფინანსება:

თანამშრომლობის ფარგლებში ერაზმუს + პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება (მგზავრობა, სტიპენდია) კანდიდატების ერთსემესტრიანი მობილობა (5 თვე) ავსტრიულ უნივერსიტეტში. მგზავრობისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 360 ევროს, ხოლო თვიური სტიპენდია - 850 ევროს.

წინაპირობები:

ორმაგი კვალიფიკაციის მოსაპოვებლად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვალდებულია:

  • ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს და დაგროვებული ჰქონდეს კრედიტები შემდეგ სასწავლო დარგებში:
    • მენეჯმენტი/ბიზნესის ადმინისტრირება/ეკონომიკა (14 ECTS);
    • იურიდიული/სამართლებრივი მეცნიერებები (6 ECTS);
    • ინგლისური ენა (8 ECTS) ან ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (C1).
  • ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში გაატაროს სწავლის მეორე სემესტრი და დააგროვოს 27 კრედიტი, რაც აღიარებული იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მიერ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მოთხოვნათა დაკმაყოფილებად;
  • გაიაროს ორი საერთაშორისო კომუნიკაციის კურსი (9 ECTS), მათ შორის ერთი ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში (4 ECTS), ხოლო მეორე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (6 ECTS).*

*შენიშვნა: ზემოაღნიშნული საერთაშორისო კომუნიკაციის კურსები არ შედის პროგრამულ 120 კრედიტში და განსაზღვრულია როგორც კურიკულუმს გარეთ შეთავაზებული სასწავლო კომპონენტები. თუმცა მათი გავლა სავალდებულოა ორმაგი კვალიფიკაციის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, 18 ოქტომბრამდე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

სააპლიკაციო ფორმა დაიხურება 18 ოქტომბერს 18:00 საათზე.

გაითვალისწინეთ: სამაგისტრო პროგრამა: „ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)“ რეაკრედიტაციის მიზნებიდან გამომდინარე, განიცდის ცვლილებებს და შესაძლებელია, წარმოდგენილ განცხადებაში მოცემული გარკვეული პუნქტები მოდიფიცირდეს. დეტალური ინფორმაცია ცვლილებების შესახებ შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ აკრედიტაციის მოპოვებისთანავე, არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა.

სააპლიკაციო ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:

  • პასპორტის/ID ბარათის ასლი
  • ინგლისური ენის C1 დონის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი
  • ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხურის დიპლომი დანართითურთ (ინგლისურ ენაზე)
  • რეზიუმე (EUROPASS ფორმატით)
  • სამოტივაციო წერილი
  • ლექტორის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

*(ქართულენოვანი დოკუმენტები უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე და დამოწმდეს ნოტარიულად. ყველა დოკუმენტი უნდა მომზადდეს PDF ფორმატში)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველ სემესტრში არ უნდა გაიარონ კურსი Leadership;
  • იმ კანდიდატებს, რომელთაც არ აქვთ ინგლისური ენის C1 დონის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი (კურსის გავლის დამადასტურებელი ცნობა მინ. 8 კრედიტით, ან საერთაშორისო სერტიფიკატი, ან ილიაუნის ინსტიტუციურ ტესტში მიღებული შეფასება 6.5-დან ზევით), შევთავაზებთ დამატებით გამოცდას.

ვისაც სურს დამატებით ჩააბაროს ინგლისური ენის ტესტი, გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი ინტერესი ელ-ფოსტით (elene.gogelidze@iliauni.edu.ge) 4 ოქტომბრამდე.

შერჩევის პროცედურა:

  1. სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  2. ინტერვიუ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი / ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი
  3. ნომინირება - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  4. საბოლოო შერჩევა – ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით MBA პროგრამის კურიკულუმს და გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირების წესს.

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ: 

  • სამაგისტრო პროგრამის შინაარსთან, კურსებთან და ორგანიზებასთან დაკავშირებით: elene.gogelidze@iliauni.edu.ge;
  • შერჩევის პროცედურასა და მობილობასთან დაკავშირებით: erasmusplus@iliauni.edu.ge

გისურვებთ წარმატებას!

 

ბანერები