ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განსაკუთრებული მიღწევები

განსაკუთრებული მიღწევები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წლების მანძილზე წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო რეიტინგებში.
დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სასწავლო დაწესებულებაა. ჩვენ, ერთის მხრივ, მუდმივად ვახდენთ სასწავლო პროგრამების გადახედვას, მათ განვითარებას, შესაბამისად, მათზე მოთხოვნა დიდია, რაც განაპირობებს ადგილობრივ რეიტინგებში ილიაუნის პოზიციების სწრაფ, ყოველწლიურ გაუმჯობესებას.
მეორე მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვლევით საქმიანობას. ილიაუნის წლიური ბიუჯეტის 14% მიმართულია კვლევით საქმიანობაზე. ჩვენთან მუშაობენ მკვლევარები, რომლებიც აღიარებულნი არიან საერთაშორისო დონეზე. მათი ნაშრომები ქვეყნდება საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში და ციტირების ინდექსი მაღალია. სწორედ ეს განაპირობებს ილიაუნის ლიდერულ პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში.

ბანერები