ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2016

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული არჩილ ქიქოძე გახდა

ახალი ამბები

5 ივნისს ილიაუნის წიგნის  სახლში „ლიგამუსი"​ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული – 2016 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის ავტორი გამოვლინდა. კონკურსის გამარჯვებული გახდა არჩილ  ქიქოძე რომანით „სამხრეთული სპილო“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“), რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდა.

წელს კონკურსზე წარდგენილი იყო 12 ქართული რომანი. მათგან საუკეთესო  შეარჩია ილიაუნის პროფესორებისა და სტუდენტებისგან შემდგარმა ჟიურიმ. 

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსი დაარსდა  2010 წელს. პრემია 2014 წლამდე ხუთ ნომინანტზე გაიცა. 2010 წელს პრემია მიიღო აკა მორჩილაძემ (რომანისათვის „მამლუქი“), 2011 წელს –  ზაზა ბურჭულაძემ (რომანისათვის „გასაბერი ანგელოზი“). 2012 წელს პრემია არ გაცემულა, ხოლო 2013 წელს პრემია გაიყვეს ანა კორძაია-სამადაშვილმა (რომანისათვის „ვინ მოკლა ჩაიკა“) და ჯაბა ზარქუამ (რომანისათვის „მკითხველი უნდა მოკვდეს“). 2015 წელს ილიაუნის პრემია გადაეცა ნანა ექვთიმიშვილს (რომანისათვის „მსხლების მინდორი“).

 

ბანერები