ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

TourMODE - ტურისტული სააგენტოს მოდელირება

TourMODE – ტურისტული სააგენტოს მოდელირება

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ილიაუნის ბიზნესის სკოლისა და ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით ხორციელდება პროექტი ''TourMODE – ტურისტული სააგენტოს მოდელირება''.

▶ პროექტის მიზანია:

  • სტუდენტებისთვის ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც შრომის ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის.
  • პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც სტუდენტებს დაეხმარება, მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ.

▶ რატომ?

  • ეს პროექტი არის განსაკუთრებული შანსი:
  • შექმნა საკუთარი სააგენტოს მოდელი;
  • დაიწყო ფიქრი საკუთარი ბიზნესის წამოწყებასა და შემდგომ განვითარებაზე;
  •  მიიღო პრაქტიკული ცოდნა ტურისტული ბიზნესის წარმატებულად წარმართვაში;
  • გააანალიზო ბიზნესის დასაწყებად აუცილებელი ნაბიჯები და პროცედურები;
  • შეიძინო/გაიუმჯობესო მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები: გუნდური მუშაობა, პრეზენტაბელურობა, პრეზენტაციის აწყობა/დამუშავება და სხვ.

▶ ვის შეუძლია მონაწილეობა?

  • მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს.
  • უპირატესობა მიენიჭებათ TourMODEკვირეულის მონაწილეებს.

▶ როგორ?

პროექტში მონაწილეების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად:

I ეტაპი:  სააპლიკაციო ფორმების მიღება/გადარჩევა

II ეტაპი: დავალება (დავალების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან პირველ ეტაპს)

 საკონტაქტო ინფორმაცია:
student.affairs@iliauni.edu.ge

555 38 33 44; 032 2 22 00 09 (270)

 

ბანერები