ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ხოსე მარია ასნარ ლოპესი

ხოსე მარია ასნარ ლოპესი

ხოსე მარია ასნარ ლოპესი - ესპანეთის პრემიერ-მინისტრი 1996-2004 წლებში. დაიბადა 1953 წლის 25 თებერვალს მადრიდში. დაამთავრა მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი. 1970-იანი წლებიდან დაინტერესდა პოლიტიკით და 1987 წელს გახდა მემარჯვენე ლიბერალური პარტიის, „სახალხო ალიანსის“, რეგიონული განყოფილების ლიდერი კასტილიასა და ლეონეში; ასევე მიიღო ამ რეგიონის გამგეობის უფროსის თანამდებობა; 1989 წელს დაინიშნა სახალხო პარტიის (სახალხო ალიანსის დანამატის) თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 1990 წელს - თავმჯდომარედ. 1996 წელს, საპარლამენტო არჩევნებში სახალხო პარტიის გამარჯვების შემდეგ, ხოსე მარია ასნარ ლოპესმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი მოიპოვა. მის პოლიტიკურ „კურსს „ახალ კონსერვატიზმს“ უწოდებენ.

ბანერები