ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

FabLab

FABLAB ILIAUNI

ფაბლაბ ილიაუნი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაა, რომელიც სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ინოვაციური იდეები რეალობად აქციონ კვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვე დანადგარების დახმარებით.

ფაბლაბ ილიაუნის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას, ამიტომ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სთავაზობს ტრენინგ-კურსებს, ინოვაციურ პროექტებს, აქსელერაციის პროგრამებს.

ფაბლაბ ილიაუნი გთავაზობთ:

  • საერთო სამუშაო სივრცეს თანამედროვე ტექნოლოგიებით;
  • ილიაუნის გუნდსა და უნივერსიტეტის მოწინავე მკვლევრებთან თანამშრომლობით პრობლემების გადაჭრისა და იდეებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • სტარტაპებისა და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობას;
  • პროფესიულ და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომას ინოვაციურ იდეებსა და პროტოტიპების დამზადებაზე მუშაობის პროცესში;
  • საგანმანათლებლო ტრენინგ-კურსებსა და პროექტებს – ჰაკათონი, იდეათონი, კრეათონი.

აღჭურვილობა

ფაბლაბი აღჭურვილია თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით, დაზგა-დანადგარებით:

  • ლაზერული მჭრელი;
  • პროგრამირებადი ჩარხი;
  • ვაკუუმის ფორმირების დანადგარი;
  • 3D პრინტერი;
  • 3D სკანერი.

კურსები:

ფაბლაბ ილიაუნი მოსწავლეებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს უფასოდ სთავაზობს სხვადასხვა სასწავლო ტრენინგ-კურსს ტექნოლოგიების მიმართულებით:

  • გრაფიკული დიზაინის კურსი ( Adobe Illustrator, Adobe Photoshop , Coreldraw)
  • 3D მოდელირების კურსი (Cinema 4D, Fusion 360, Rhino )
  • დრონების კურსი
  • ბლოკური პროგრამირება
  • Arduino Uno
  • Calliope mini
  • სოციალური მედიის კურსი
  • მეწარმეობის კურსი
  • მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი
  • ვებდეველოპმენტი
  • პითონის (python) კურსი
  • თამაშების შექმნის კურსი
  • ელექტრონიკის კურსი
  • ციფრული უსაფრთხოება
  • რობოტექნიკა კურსი
  • CNC პროგრამირებადი ჩარხის კურსი
  • 3D printing-ის კურსი
  • Laser cutter (ლაზერული მჭრელის) კურსი

ღონისძიებები:

ფაბლაბ ილიაუნი ატარებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებას, პროექტებსა და ღია შეხვედრებს მოსწავლეების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. მათი მთავარი მიზანია ინოვაციური იდეების ხელშეწყობა და თეორიულთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღება. ესენია:

  • ჰაკათონი;
  • მეიქათონი;
  • კრეათონი;
  • აქსელერაციის პროგრამები;
  • სტარტაპ-კონკურსები.

კურსებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია ყოველ თვე ქვეყნდება ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდსა და ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია სასურველი თემის შესახებ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

+995 551 08 04 04

გიორგი წერეთლის ქუჩა N3, S კორპუსი, 101 აუდიტორია

ბანერები