ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში 2018
ღონისძიებები
13-20 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ საზოგადოებას მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.
სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციების სერია 13 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5) გაიხსნება და 20 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
13 დეკემბერს, 18:00 საათზე, კვირეულს გახსნის და 2018 წლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია „ილიას მედლით“ დააჯილდოვებს მეცნიერს მნიშვნელოვანი სამეცნიერო პუბლიკაციისთვის.
13-20 დეკემბერს საკუთარ სამეცნიერო კვლევით პროექტებს წარადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები.
დეტალური განრიგი იხ. მიმაგრებული ფაილის სახით.