ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰანს ულრიხ გუმბრეხტი

ჰანს ულრიხ გუმბრეხტი

„Albert Guérard“-ის პროფესორი ლიტერატურაში

პროფესორი სტენფორდის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურისა და ფრანგული და იტალიური ლიტერატურის კათედრაზე, გერმანისტიკის აფილირებული პროფესორი

ჰანს ულრიხ გუმბრეხტს უკავია „Albert Guérard“-ის პროფესორის თანამდებობა შედარებითი ლიტერატურისა და ფრანგული და იტალიური ლიტერატურის კათედრაზე სტენფორდის უნივერსიტეტში; ის ასევე მუშაობს იბერიულ და ლათინოამერიკული კულტურების კათედრაზე (ILAC), გერმანული ფილოლოგიის კათედრაზე და თანამედროვე აზროვნებისა და ლიტერატურის პროგრამაზე. პროფესორი გუმბრეხტი დაინტერესებულია რომანული ჯგუფის ენების წარმომადგენელთა (განსაკუთრებით, ფრანგები, ესპანელები და ბრაზილიელები) ლიტერატურის ისტორიით; ასევე - გერმანული ლიტერატურით. ამასთან, წერს დასავლური ფილოსოფიის ტრადიციებზე (თითქმის მთლიანად არაანალიტიკურ ფილოსოფიაზე), და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს XIX-XX საუკუნეების გერმანულსა და ფრანგულ ტექსტებზე. გუმბრეხტი აღნიშნულ თემაზე კითხულობს ლექციებსაც. ამასთან, ცდილობს 21-ე საუკუნის კულტურაში ესთეტიკური გამოცდილების ფორმების გაანალიზებასა და გაგებას. ბოლო 40 წლის განმავლობაში, მან გამოაქვეყნა 2 ათასზე მეტი ნაშრომი, 20-ზე მეტ ენაზე ნათარგმნი წიგნების ჩათვლით. ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში გუმბრეხტს იცნობენ, როგორც საჯარო ინტელექტუალს. აკადემიურ წრეებში კი მისი მოღვაწეობა დაფასებულია 8 საპატიო დოქტორის ხარისხით 6 სხვადასხვა ქვეყანაში; კანადაში, დანიაში, გერმანიაში, უნგრეთში, პორტუგალიასა და რუსეთში. ის მოწვეული პროფესორის სტატუსით მუშაობდა მრავალ ქვეყანაში: საფრანგეთში, კოლეჯში „de France“, ლისაბონის, მანჩესტერის უნივერსიტეტებსა და რიო-დე-ჟანეიროს კათოლიკურ უნივერსიტეტში.

წიგნი, რომელსაც პირობითად „მსოფლიო პოეზია: დიდეროტი, გოია, ლიხტენბერგი, მოცარტი და განმანათლებლობის დასასრული“ ჰქვია, მზადების პროცესშია და გამოიცემა 2016 წელს.

ბანერები