ილიაუნის ლიტერატურული კონკურსი
ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს რვაწლიანი ისტორია აქვს.
2010 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ხელი შეეწყო რომანის განვითარებისთვის საქართველოში და დააარსა 10000-ლარიანი პრემია საუკეთესო რომანისთვის. 2010-2014 წლებში პრემია ოთხ ნომინანტზე გაიცა.
2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ პრემია გაცემულიყო უცხოენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარმანისთვის. გამოცხადდა კონკურსი, რომლის პირობების თანახმად 2010-2014 წლებში გამოცემული საუკეთესო თარგმანი უნდა გამოვლენილიყო.
ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია. მის შემადგენლობაში შედიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.
ქრონოლოგია
- 2010 წელს პრემია აკა მორჩილაძემ მიიღო (რომანისთვის „მამლუქი“);
- 2011 წელს პრემია ზაზა ბურჭულაძემ მიიღო (რომანისთვის „გასაბერი ანგელოზი“);
- 2012-2013 წელს პრემია მიიღეს ანა კორძაია-სამადაშვილმა (რომანისთვის „ვინ მოკლა ჩაიკა“) და ჯაბა ზარქუამ (რომანისთვის „მკითხველი უნდა მოკვდეს“);
- 2014 წელს პრემია ზაზა ჭილაძემ მიიღო (უილიამ ფოლკნერის რომანის „დროშები მტვერში“ თარგმანისთვის);
- 2015 წელს პრემია ნანა ექვთიმიშვილმა მიიღო (რომანისთვის „მსხლების მინდორი“);
- 2016 წელს პრემია არჩილ ქიქოძემ მიიღო (რომანისთვის „სამხრეთული სპილო");
- 2017 წელს პრემია გაიყვეს ლაშა ბუღაძემ (რომანისთვის "პატარა ქვეყანა") და ზურაბ ჯიშკარიანმა (რომანისთვის "საღეჭი განთიადები: უშაქროდ");
- 2018 წელს პრემია ანა კალანდიამ მიიღო (მარიო ვარგას ლიოსას ორი რომანის – „ქალაქი და ძაღლები“ და „ვაცის ნადიმი“ – თარგმნისათვის).
გალერეა