ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა

Lectura Dantis /დანტეს წაკითხვა

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მართავს შეხვედრების ციკლს Lectura Dantis, რომელიც ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის" ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს.

პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი, ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. 

შეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის, და დანტეს, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის, ანალიზი, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება, თუ რა არის ის, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. 

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: გიგა ზედანია, ნოდარ ლადარია, მალხაზ სონღულაშვილი, ნინო ფირცხალავა, ლევან ცაგარელი, ემზარ ჯგერენაია. 

2017 წელი

ბანერები